რომელი ნიღაბი გვიცავს ყველაზე ეფექტურად COVID-19-სგან? - კვირის პალიტრა

რომელი ნიღაბი გვიცავს ყველაზე ეფექტურად COVID-19-სგან?

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, სამედიცინო პირბადეების დეფიციტიც დაიწყო, რადგან მათზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. მომწოდებლებმა ამ ზეწოლას ვერ გაუძლეს და მარაგების შევსება გაუჭირდათ.

გაჩნდა ახალი ალტერნატივა - ნაჭრის პირბადეები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, იმდენად ეფექტური არ არის, რამდენადაც სამედიცინო პირბადე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ნიღბის მსგავსად, ისიც ერთჯერადია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირბადეების წარმოება დაიწყო, ის მაინც დეფიციტურ პროდუქტად მიიჩნევა. ამასთან, ხშირად დაისმის კითხვა, სამედიცინო ან ნაჭრის პირბადის ტარების შემთხვევაში სრულად ვართ თუ არა დაცულები კორონავირუსისგან? ან რომელი ნიღბის ტარებისას ვართ ყველაზე უსაფრთხოდ?

ქირურგიული პირბადე

ქირურგიული პირბადის ტარება ინფიცირებულ ადამიანს ვირუსის გავრცელებისგან იცავს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განმარტა, კორონავირუსი ცემინებით, ხველით, ლორწოვანით გადადის, აღნიშნული ტიპის პირბადე კი ამ პროცესს უშლის ხელს.

მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ქირურგიული ნიღაბი 2 საათში კარგავს თავის ფუნქციას და ის სხვა ადამიანებს დავირუსებული ადამიანისგან ვეღარ იცავს. პროდუქციის დეფიციტურობის პირობებში კი რთულია მისი ყოველ 2 საათში ერთხელ ცვლა.

ამასთან, ცნობილია, რომ კორონავირუსით დაინფიცირება თვალთან კონტაქტითაც არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სამედიცინო პერსონალს, სუპერმარკეტებისა თუ მიტანის სერვისის თანამშრომლებს, რეკომენდაცია ეძლევათ, თვალიც იზოლირებული ჰქონდეთ დამცავი საშუალებებით, რასაც ქირურგიული პირბადე ვერ უზრუნველყოფს.

სასუნთქი გზების დამცავი ნიღაბი

პროდუქტი გვიცავს დავირუსებული ადამიანებისგან, თუ მას სწორად ვატარებთ. ისინი ქირურგიულ პირბადეზე უფრო სქელია და ბაქტერიებს სასუნთქ გზებთან შეღწევაში უშლის ხელს, თუმცა 30 წუთი არის ის საშუალო დრო, როცა ჩვენ რესპირატორული ნიღაბი გვიცავს. შემდეგ შიგნიდან სველდება, მისი ზედაპირი კი ვირუსს ვეღარ ბლოკავს. განსაზღვრული დროის განმავლობაში სასუნთქი გზების დამცავი ნიღბის გამოყენება ეფექტურია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სუპერმარკეტში თუ ისეთ ადგილებზე ვიზიტისას, სადაც დიდხანს არ ვჩერდებით და არა ოფისებსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

ამასთან, სასუნთქი გზების დამცავი პირბადე ბევრი ადამიანისთვის არაკომფორტულია, რადგან სუნთქვის გაძნელება ეწყებათ.

ნაჭრის ნიღაბი

ქირურგიული და სასუნთქი გზების დამცავი პირბადეების დეფიციტის გამო, მოსახლეობის ნაწილმა ნაჭრის ნიღბების ტარება დაიწყო, რაც სულაც არ არის ისეთი ეფექტური, როგორც გვეგონა. ქირურგიული პირბადის მსგავსად, ნაჭრის ნიღაბიც გვიცავს ინფექციის გავრცელებისგან, თუმცა მცირე დროის გასვლის შემდეგ, ნესტიანდება და გამოუსადეგარი ხდება. ამასთან, ნაჭრის პირბადე ნაკლებად ბლოკავს ვირუსის სასუნთქ სისტემამდე მისასვლელ გზებს.

ფარის ტიპის ნიღაბი

იმის გამო, რომ ჩამოთვლილი ნიღბები იმდენად მაღალი ეფექტურობით ვერ გამოიჩევა, რომ 95%-ით მაინც ვიყოთ დაცულები ვირუსისგან, ახალი პროდუქტის წარმოების საჭიროება დადგა.

ფარის ტიპის ნიღაბი კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რადგან ის ადამიანს როგორც ინფექციის გავრცელებისგან, ისე მისი მიღებისგან იცავს.

გარდა სასუნთქი გზებისა, ფარის ტიპის ნიღბით სრულად არის დაცული თვალის ზონა და კანის ზედაპირი.

აღსანიშნავია, რომ ფარის ტიპის ნიღბებს არ აქვთ დაცვისთვის განსაზღვრული დრო, როგორც ქირურგიულ ან სხვა პირბადეებს. ადამიანი ყოველთვის დაცულია, როცა მას ატარებს.

მათი გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა მაღალი რისკის მქონე პერსონალისთვის: სამედიცინო პერსონალი, მაღაზიებისა და აფთიაქების თანამშრომლები, ჟურნალისტები, მიტანის სერვისის თანამშრომლები და სხვა.

საქართველოში ფარის ტიპის ნიღბების საცდელი ეგზემპლარები "ფავორიტ სტილის“ მიერ 2 კვირის წინ დაიბეჭდა და ახლა 300-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ქართული კორპორაციიის თანამშრომლები სწორედ ამ ნიღბებით არიან აღჭურვილნი.

აღნიშნული ტიპის დამცავების ეფექტურობა აღიარეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მსგავსი ნიღბების წარმოება დაიწყო ამერიკულმა ავტომწარმოებელმა "ფორდმაც“.

საინტერესოა, ვის ექნება ფარის ტიპის ნიღბებზე ხელმისაწვდომობა?

როგორც "ფავორიტ სტილში“ განმარტავენ, ნიღბებზე მაღალი მოთხოვნის გამო, კომპანია მის დიდი ტირაჟით წარმოებას იწყებს. ამასთან, პროდუქცია მალე გამოჩნდება სუპერმარკეტებისა და აფთიაქების თაროებზეც და ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

შეძენა შესაძლებელია "ფავორიტი სტილის“ არხების მეშვეობით. საკმარისია, დარეკოთ ნომერზე: 032 2950011. ასევე მოქმედებს პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისი.