ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები - როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა
ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები - როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა
ამ ერ­თმა უბ­რა­ლო აქ­ტი­ვო­ბამ უკვე მთე­ლი მსოფ­ლიო და­ი­პყრო და უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ მას არამ­ხო­ლოდ ბავ­შვებ­ზე, არა­მედ უფ­რო­სებ­ზეც ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა აქვს. არტთე­რა­პი­ა­ში სწო­რედ გა­ფე­რა­დე­ბაა ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა­ში. თუმ­ცა ის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.



ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბა და ხატ­ვა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ხატ­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­ფე­რა­დე­ბა უფრო მარ­ტი­ვია და ნაკ­ლებ შე­მოქ­მე­დე­ბით უნარს მო­ი­თხოვს, შე­სა­ბა­მი­სად, თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად არ მოქ­მე­დებს, ფე­რე­ბი­სა და ფორ­მე­ბის მარ­თვა კი ადა­მი­ანს ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბის­გან
ათა­ვი­სუფ­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ გა­ფე­რა­დე­ბას უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს, ვიდ­რე - ხატ­ვას. გა­ფე­რა­დე­ბა ხსნის სტრესს და ავი­თა­რებს ფან­ტა­ზი­ას, ასე­ვე, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გა­ფე­რა­დე­ბის დროს:

  • ტვი­ნი გა­და­დის მე­დი­ტა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში
  • სტრე­სი­საა და აღელ­ვე­ბის დონე კლე­ბუ­ლობს
  • ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბი პო­ზი­ტი­უ­რად გარ­და­იქ­მნე­ბა
  • აწ­მყო­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა გო­ნივ­რულ ქცე­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა
  • ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და
    გა­ჯე­ტე­ბის­გან მო­შო­რე­ბა კრე­ა­ტი­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა
  • ეს არის ჰობი, რო­მე­ლიც ყველ­გან შე­გიძ­ლია ატა­რო
  • გა­ფე­რა­დე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი არ სჭირ­დე­ბა

ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი სტენ როდსკი ამ­ბობს, რომ გა­ფე­რა­დე­ბის პრო­ცესს ჩვე­ნი ტვი­ნი გა­დაჰ­ყავს ერ­თგვარ მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც ჰგავს ტრანსს და მე­დი­ტა­ცი­ას. ჩვენ ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რი ფიქ­რე­ბის­გან და ვფო­კუ­სირ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე მო­მენტზე. სწო­რედ სტენ როდსკის ეკუთ­ვნის ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად უფ­რო­სე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი.



ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა არის ე.წ. მან­და­ლა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს ინ­დუ­რი და ბუ­დის­ტუ­რი კულ­ტუ­რე­ბი­დან იღებს. მან­და­ლას აქვს ცენ­ტრი, სა­ი­და­ნაც იშ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა პერ­სპექ­ტი­ვა. კარლ იუნ­გი დიდ­ხანს სწავ­ლობ­და მან­და­ლას ფე­ნო­მენს, თა­ვა­დაც იგო­ნებ­და მათ და ხა­ტავ­და. იუნ­გმა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია იმას, რომ ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ო­დებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან სრუ­ლი­ად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვხა­ტოთ, ან დაგ­ვე­სიზ­მროს მან­და­ლის, ლა­ბი­რინ­თე­ბის მსგავ­სი რა­მე­ე­ბი და მიხ­ვდა, რომ მან­და­ლა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კის პრო­ექ­ცია იყო და მისი ხატ­ვის და გა­ფე­რა­დე­ბის პრო­ცე­სიც სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.



ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ფე­რა­დე­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო აქ­ტი­ვო­ბაა, რაც დღეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ­მა თუ ურა­ლოდ, სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­მა ად­მა­ი­ა­ნებ­მა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ. მან­და­ლე­ბი­სა და სხვა ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის შე­ძე­ნა კი ონ­ლა­ინ შე­გიძ­ლი­ათ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები