"საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
03-04-2020
"საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
"საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივასა და მოწოდებას. ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით მოქალაქეებისადმი სოლიდარობის აქციას და "საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

"საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას.

"ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთმანეთის გვერდში დგომა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, როგორც პროფესიით ექიმი და სამედიცინო განათლების მქონე ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე,
ვუერთდებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პაციენტებთან საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს პროფესიულად ჩავერთოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები