ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება
ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება
13 აპ­რი­ლი­დან - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მერ­ვე ტომი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. ამ ტომ­ში და­ვით მე­ფის ფსალ­მუნ­თა (11-20 კა­ნო­ნე­ბის) გან­მარ­ტე­ბე­ბი შე­ვი­და.

გთა­ვა­ზობთ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის მო­რიგ ბლოგს:

თუ დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებს სუ­ლი­ე­რი თვა­ლით შევ­ხვე­დავთ, მა­შინ­ვე აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მარ­თლაც ბიბ­ლი­ურ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ. ალ­ბათ არც ის არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ სწო­რედ ახლა, ამ სა­კა­ცობ­რიო გან­საც­დე­ლი­სას ინე­ბა უფალ­მა, რომ ქარ­თულ ენა­ზე ჰქო­ნო­და ქარ­თველ მკი­თხველს ასე­თი სრუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი გან­მარ­ტე­ბა ბიბ­ლი­ის ტექ­სტი­სა. იქ­ნებ იმი­სათ­ვის,
რომ სუ­ლი­ე­რად გაძ­ლი­ე­რე­ბულ­ნი, წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბით განბ­რძნო­ბილ­ნი დავ­ხდეთ მო­სა­ლოდ­ნელ სიძ­ნე­ლე­ებს.

რა დროს წიგ­ნი­აო - იქ­ნებ მა­ვან­მა გა­ი­ფიქ­როს, მაგ­რამ სწო­რე­დაც რომ ახ­ლაა ამ წიგ­ნე­ბის დრო, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამის დროა ახლა! ამ ტო­მე­ულ­ში ხომ ყვე­ლა იმ კი­თხვა­ზე პა­სუხს ამო­ვი­კი­თხავთ, ახლა რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს არ გვას­ვე­ნებს: რა ხდე­ბა?
რა­ტომ ხდე­ბა? რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? რა­ტომ, უფა­ლო?

"ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ - აი, პა­სუ­ხი დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე.

***ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­ივ­ლის:

ჩვენ, ყვე­ლას, კი­დევ უკეთ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ მა­რა­დი­უ­ლი ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რია და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ისე გაქ­რეს, თვა­ლიც ვე­ღარ მოვკრათ...ჩვენ, ყვე­ლა, ერ­თად მივ­ხვდე­ბით, რომ ის, რაც გვაქვს, უკეთ უნდა და­ვა­ფა­სოთ და მად­ლი­ერ­ნი ვი­ყოთ...

ჩვენ, ყვე­ლას, დაგვღ­ლის უერ­თმა­ნე­თო­ბა და მე­ტად შე­ვიყ­ვა­რებთ ადა­მი­ა­ნებს...ჩვენ მე­ტად დავ­ფიქ­რდე­ბით სამ­ყა­რო­ზე, რო­გორც ღვთის სა­ჩუ­ქარ­ზე, მე­ტად მო­ვუფრ­თხილ­დე­ბით, უკეთ ვიზ­რუ­ნებთ მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­ზე...ჩვენ, ყვე­ლა, და­ვი­ნა­ხავთ, რომ უფ­ლის ერ­თგუ­ლე­ბა, რწმე­ნა უმ­თავ­რე­სია ყო­ვე­ლი გან­საც­დე­ლის დროს და ღა­ლა­ტი გულ­ში არ უნდა გა­ვივ­ლოთ, რო­გორც არ უნდა გაგ­ვი­ჭირ­დეს...

ეს გან­საც­დე­ლი რომ ჩა­ივ­ლის, აღ­მოვ­ჩნდე­ბით ახალ რე­ა­ლო­ბა­ში და მე ძა­ლი­ან მინ­და, რომ ის რე­ა­ლო­ბა იყოს უკე­თე­სი - სი­ნათ­ლით, სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე...

ეს ტკი­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ივ­ლის...

ახლა კი მოთ­მი­ნე­ბა გვმარ­თებს...

სიფრ­თხი­ლე და არა - შიში...

სიფრ­თხი­ლე და არა - სი­ძულ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თი­სა...

სიფრ­თხი­ლე და არა - უნ­დობ­ლო­ბა, ეჭვი...

ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან უნდა, რომ ყვე­ლას გვე­ში­ნო­დეს!!!

ჰოდა, ნუ გე­ში­ნი­ათ, ჩემო ტკბი­ლო მე­გობ­რე­ბო! ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნი­ათ!!! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!!!

***მე­გობ­რე­ბო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო ხალ­ხო, ჩემო კე­თი­ლო და თბი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს და ადრე თუ გვი­ან მო­ვი­დეს ჩვენს გა­რე­მოც­ვა­შიც. შე­იძ­ლე­ბა სხვა გან­საც­დე­ლიც დაგ­ვა­ტყდეს თავს ყვე­ლას ერ­თად, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც მიდ­გეს საქ­მე... ჰოდა აი, მანდ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინ ვინ ვიქ­ნე­ბით... შეგ­ვრჩე­ბა თუ არა ადა­მი­ა­ნო­ბის ნი­შან­წყა­ლი... სხვი­სი სი­ცო­ცხლის­თვის სა­კუ­თა­რის გა­წირ­ვას თუ არა, რის­კზე წას­ვლას მა­ინც თუ შევ­ძლებთ? თუ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გავ­წი­რავთ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და დავ­ჭამთ ერ­თმა­ნეთს? ერთი რამ გვა­ვი­წყდე­ბა - ისე გვა­ვი­წყდე­ბა, რომ თით­ქოს არც გაგ­ვე­გო­ნოს, ან არ გვჯე­რო­დეს: სიკ­ვდი­ლი ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას მოგ­ვად­გე­ბა! მთა­ვა­რი კი ის არის, რო­გორ - გუ­ლის რა მდგო­მა­რე­ო­ბით შევ­ხვდე­ბით ამ დღეს!

გავფრ­თხილ­დეთ, კი ბა­ტო­ნო, და­ვიც­ვათ ყვე­ლა წესი, მო­ვე­რი­დოთ რის­კებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არ დაგ­ვა­ვი­წყდეს! ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ! ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი არ დავ­კარ­გოთ, თო­რემ მერე ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი იქ­ნე­ბა, თუნ­დაც 100 წელი ვი­ცო­ცხლოთ!

სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია და პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვინ­მეს, უბ­რა­ლოდ ასე­თი გან­საც­დე­ლე­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად გვმარ­თებს სულ­ზე და­ფიქ­რე­ბა ყვე­ლას ერ­თად.

ჯან­მრთე­ლო­ბა, სიმ­შვი­დე, სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა არ მოგ­ვკლე­ბო­დეს, მე­გობ­რე­ბო! მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ და სი­ცო­ცხლე მარ­ტო ხორ­ცში ყოფ­ნა რომ არ არის, ამის გახ­სე­ნე­ბა მინ­დო­და თქვენ­თან ერ­თად! დი­დე­ბა უფალს!

***ქრის­ტი­ა­ნო­ბა გუ­ლის რე­ლი­გი­აა, სიყ­ვა­რუ­ლის რე­ლი­გია... ვი­საც ქრის­ტე მხო­ლოდ გო­ნე­ბა­ში ჰყავს და არა გულ­ში, ის ვერ და­ი­ტევს ქრის­ტი­ა­ნო­ბას, ღვთის ერ­თგუ­ლე­ბას, მორ­ჩი­ლე­ბას, თავ­მდაბ­ლო­ბას, სი­ნა­ნულს... ცხე­ლი გული სჭირ­დე­ბა ამას, გული, რო­მელ­შიც ქრის­ტეა... მხო­ლოდ გუ­ლის­მი­ერ ლოც­ვას შე­ი­წი­რავს უფა­ლი... მხო­ლოდ გუ­ლის­მი­ე­რი ქმე­დე­ბაა სი­კე­თე... წიგნ­ში ნას­წავ­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბა მა­შინ ხდე­ბა რწმე­ნა, თუ გო­ნე­ბით გულ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას შევ­ძლებთ და სიყ­ვა­რუ­ლის ცე­ცხლი მო­ე­დე­ბა გულ­საც და გო­ნე­ბა­საც... სხვაგ­ვა­რად ათას­ნა­ირ ხრიკს დაგ­ვი­გებს ბო­რო­ტი გო­ნე­ბის ასა­რე­ვად, რწმე­ნა­ში და­სა­ეჭ­ვებ­ლად...

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, უფალს მინ­დო­ბი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო...

ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

***

როცა გვი­ჭირს სა­კუ­თარ თავ­ში და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბა, სწო­რედ მა­შინ ვდგა­ვართ და­ღუპ­ვის გზა­ზე და არა მა­შინ, როცა ჩვენ მიერ ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო სი­ნა­ნუ­ლი გვი­კარ­გავს მოს­ვე­ნე­ბას.

ამი­ტომ ევედ­რე­ბი­ან მორ­წმუ­ნე­ნი დიდი მარ­ხვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვა­ში უფალს, რომ მო­ა­ნი­ჭოს სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის გან­ცდა.

ინე­ბოს ღმერ­თმა და მხო­ლოდ სი­ტყვე­ბად არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყოს ჩვენ მიერ მი­ტე­ვე­ბის დღეს წარ­მოთ­ქმუ­ლი: "მა­პა­ტიე, თუ რამე გან­წყე­ნი­ნე".

თუო? თუ კი არა, რა მოთ­ვლის, რამ­დე­ნი ბალ­ღა­მით არის სავ­სე ჩვე­ნი ფიქ­რი, აზრი, გო­ნე­ბა, რამ­დე­ნი ვე­რა­გო­ბა და ცბი­ე­რე­ბა მო­დის ჩვე­ნი ბა­გე­ე­ბი­დან, რამ­დე­ნი შური და ბოღ­მა და­ბუ­დე­ბუ­ლა ჩვენს გუ­ლებ­ში.

ნე­ტავ, გუ­ლის გუ­ლამ­დე გვეგ­რძნოს სა­კუ­თა­რი და­ცე­მუ­ლო­ბა და ცოდ­ვე­ბის სიმ­რავ­ლე.

***

რა­ტომ არის და­ვით მეფ­სალ­მუ­ნის ფსალ­მუნ­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა მლოც­ვე­ლი­სათ­ვის? რა­ტომ აღ­წევს უფ­ლამ­დე ფსალ­მუნ­თა გუ­ლით მღა­ღა­დებ­ლის ლოც­ვა? მეფე და­ვი­თი ყვე­ლა­ზე მთა­ვარს მიხ­ვდა - სი­ნა­ნუ­ლი რომ იყო ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის გა­მოს­ყიდ­ვის და ღვთის წყა­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

სი­ნა­ნუ­ლია ყო­ვე­ლი გან­საც­დე­ლის დაძ­ლე­ვის გზა, სი­ნა­ნუ­ლით გა­დარ­ჩე­ბა ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი თუ ღვთის­მო­სა­ვი ერი.

ჰოდა, სი­ნა­ნუ­ლით გა­დავ­შა­ლოთ "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-8 ტო­მიც და, წმინ­და და­ვით მე­ფის ფსალ­მუნ­თა კვალ­დაკ­ვალ, იქ­ნებ ჩვენს სუ­ლებ­შიც გა­იღ­ვი­ძოს სი­ნა­ნულ­მა ჩვე­ნი უღ­მერ­თო ცხოვ­რე­ბის გამო, ფუ­ჭად და­კარ­გუ­ლი წლე­ბის გამო, იქ­ნებ ინე­ბოს ღმერ­თმა, მოგ­ვმად­ლოს წყა­ლო­ბა, სიმ­შვი­დე და სი­ხა­რუ­ლი!

მერ­ვე ტომი 13 აპ­რი­ლი­დან გა­ი­ყი­დე­ბა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სა­დაც სა­გა­ზე­თო სტენ­დე­ბიც არის. არ გა­მოგრჩეთ, თო­რემ ვიდ­რე "ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ე­ბი და­კე­ტი­ლია, გა­მორ­ჩე­ნილ ტო­მებს ვერ შე­ი­ძენთ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები