"ტერასა ჯგუფმა“ ორასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
"ტერასა ჯგუფმა“ ორასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
კორონავირუსის გამო შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე კომპანია "ტერასა ჯგუფმა“ თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში ორასამდე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.


დეველოპერული კომპანია "ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორის თამარ გაფრინდაშვილის თქმით "ტერასა ჯგუფი“ აღნიშნულ საქველმოქმედო კამპანიას მომავალშიც გააგრძელებს და ჯამში ათასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაბამისი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საკრებულო ხსენებულ კამპანიას უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს, რომლის ფარგლებშიც ისინი ბიზნეს სექტორის დახმარებით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს
სურსათისა და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები