ამერიკული სტეიკის კვირეული და დისტანციური ვიდეოშოპინგი "გასტრონომში“ - კვირის პალიტრა

ამერიკული სტეიკის კვირეული და დისტანციური ვიდეოშოპინგი "გასტრონომში“

პრემიუმ საკვები პროდუქტების მაღაზია "გასტრონომში“ Texas Beef Council-ისა და შეერთებული შტატების ხორცის ექსპორტის ფედერაციის (USMEF) მხარდაჭერით ტარდება ამერიკული ხორცის კვირეული, რომელიც 27 აპრილს დაიწყო და 4 მაისამდე გაგრძელდება.

კვირეულის ფარგლებში ყველა მყიდველს, ვინც შეიძენს 500გ-ზე მეტ ამერიკულ სტეიკს, საჩუქრად გადაეცემა ერთი ბოთლი საფერავი.

გასტრონომი პირველია, ვინც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ფრეშ (გაუყინავ) და დაძველებულ ამერიკულ ხორცს. ანგუსისა და ვაგიუს ჯიშის პრემიუმ სასტეიკე ნაჭრებს.

საქართველოში ამერიკული ვაგიუსა და ანგუსის ხორცის მრავალი მოყვარულია, რომლებსაც პირველად მიეცათ შესაძლებლობა საქართველოში შეიძინონ და სახლის პირობებში მოამზადონ სტეიკი, რომლის მირთმევასაც მანამდე მხოლოდ საქართველოს საზღვრებს გარეთ, მაღალი კლასის სტეიკჰაუსებში ახერხებდნენ.

ამერიკული ხორცის მთავარი მახასიათებლებია სირბილე და გემო. გამოცდილი ამერიკელი ფერმერების მიერ შემუშავებული საკვები რაციონი მოიცავს ბალახს და საკვებს, რომელიც შედგება სხვადასხვა მარცვლეულის, სიმინდის, თივის, იონჯასა და სიმინდისგან. განაპირობებს მაღალი სტანდარტების ხორცს. სწორედ ამგვარი კვება განაპირობებს ხორცის უმაღლეს ხარისხსა და საუკეთესო გემოვნურ თვისებებს.

ამერიკული ხორცი მსოფლიოში აღიარებულია თავისი სირბილით, წვნიანობითა და არომატით.

მარბელინგი - ამერიკული ხორცის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. კუნთის ფენებს შორის ცხიმის თანაბარი გადანაწილება ხორცის მაღალი ხარისხის ნიშანია, რაც მიიღწევა ძროხებისთვის საკვების სწორად შერჩევით.

ამ ყველაფრის შეძენა კი, უკვე სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ. გასტრონომი, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად მოხვდნენ მაღაზიაში. როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს შენაძენი გააკეთოს გასტრონომში, მაგრამ მას სურს მოხვდეს მაღაზიაში და დაათვალიეროს დახლზე წამოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი, მარტივად "Whatsapp“-ის საშუალებით ნომერზე: +995 596 88 88 99 უკავშირდება გასტრონომს და ვიდეო ზარის მეშვეობით გაყიდვების კონსულტანტთან ერთად იწყებს მაღაზიაში მოგზაურობას.

მომხმარებელს შეუძლია კომფორტულად მოთავსდეს და კონსულტანტის დახმარებით დაიწყოს მისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა. ვიდეო ზარის მეშვეობით, კონსულტანტი დაათვალიერებინებს ვიზუალურად და დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას პროდუქტებზე.

პროდუქციის შერჩევის შემდეგ კურიერები მას იმავე დღეს ადგილზე მიუტანენ შენაძენს.

მაღაზია "გასტრონომი“ მდებარეობს ვაკეში, ჭავჭავაძის 49დ-ში და ვმუშაობთ ყოველდღე, 10:00-დან 19:30-მდე.

(R)