ხალხის რჩეული ტოპ 5 წიგნი, რომელიც "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა, ცნობილია - ხმის მიცემა გრძელდება - კვირის პალიტრა

ხალხის რჩეული ტოპ 5 წიგნი, რომელიც "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა, ცნობილია - ხმის მიცემა გრძელდება

გამოკითხვაში, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, უკვე 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

გამომცემლობამ გადაწყვიტა, ამჯერად, პრესასთან ერთად, სპეციალურ ფასად გახადოს ხელმისაწვდომი ბოლო წლების ბესტსელერები - წიგნები, რომლებიც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას; მკითხველს კი, მისცა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი ლიტერატურა.

გამოკითხვის შედეგები, ამჟამინდელი მონაცემებით, ასეთია:

  1. ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი“;
  2. ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში“;
  3. აგათა კრისტის "მკვლელობა ანბანის მიხედვით“;
  4. სუადი "ცოცხლად დამწვარი“;
  5. ჯეინ ოსტინის "გონება და გრძნობა“.

ხმის მიცემა გრძელდება. მკითხვეს შეუძლია აირჩიოს ის წიგნები, რომელთა შეძენასაც, ხელმისაწვდომ ფასად ისურვებს. ხმის მიცემით შერჩეული წიგნები, 4 მაისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.

შეავსეთ მოცემული კითხვარი და მონიშნეთ 10 წიგნი, რომელიც გინდათ, რომ ხელმისაწვდომი იყოს "კვირის პალიტრასთან“ ერთად.