გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყნებს ციფრული სტრატეგიის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყნებს ციფრული სტრატეგიის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს

მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ სამყარო კიდევ უფრო მეტად ხდება ციფრულ ტექნოლოგიებსა და ავტომატიზაციაზე დამოკიდებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულ ქვეყანას ციფრული სტრატეგია ჰქონდეს შემუშავებული. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ გააკეთა.

„მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოები აქტიურად არიან ჩართული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, საგზაო რუკების და პოლიტიკის შემუშავების პროცესში. სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება მნიშვნელოვანია ახლა, ისე როგორც არასდროს. პანდემიის შემდგომი სამყარო კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ციფრულ ტექნოლოგიებსა და ავტომატიზაციაზე. ეს იქნება სწრაფი ცვლილებების სამყარო, რომელსაც პასუხისმგებლიანი ტექნოლოგიები სჭირდება, რაც თავის მხრივ, პოლიტიკისა და პრიორიტეტების ცვლილებას მოითხოვს. ქვეყნები, რომლებსაც ციფული სტრატეგიები აქვთ, სწრაფად განვითარებადი სამყაროს სათავეში აღმოჩნდებიან და ამ ცვლილებით მნიშვნელოვნ სარგებელს მიიღებენ,“ – განაცხადა ირაკლი ბერიძემ.

საქართველოში BTU AI-ს ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივრსიტეტმა გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის საჭიროებასთან დაკავშირებით კვლევის ანგარიში, სადაც ასევე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ აუცილებელია ეროვნული ციფრული სტრატეგიის ჩამოყალიბება და აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაიზიარება. ასევე საჭიროა, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში.

BTU-AI-ს დამფუძნებელი და BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, იმისთვის რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება დაიწყოს.

"BTU-AI სხვადასხვა სექტორში ფუნდამენტური, მაღალტექნოლოგიური ცვლილების ინიცირებისთვის შეიქმნა. ეს არის რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინდუსტრიაში ინტეგრირებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ინიციატივას ემსახურება BTU-ს სივრცეში არსებული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, კვლევითი ცენტრი და სხვა რესურსები. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მასშტაბური კვლევა განხორციელდა და ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპები სწორედ BTU-ში შემუშავდა,’’ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

აღნიშნული კვლევა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერითა და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაციასთან AI Georgia თანამშრომლობით განხორციელდა.