"ტოიოტა ცენტრ თბილისში" სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები კვლავ უცვლელია
"ტოიოტა ცენტრ თბილისში" სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები კვლავ უცვლელია
მომხმარებელს უკვე შეუძლია "ტოიოტა ცენტრ თბილისის" შოურუმს შეუზღუდავად ეწვიოს და სასურველი ავტომობილი ადგილზე შეარჩიოს, ასევე, ნებისმიერი ტექნიკური მომსახურების მისაღებად, მის ავტორიზებულ სერვისცენტრსაც მიმართოს. აღნიშნულ ინფორმაციას "ტოიოტა ცენტრ თბილისი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მართალია, საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი შეზღუდული რეჟიმით საგანგებო სიტუაციის გამოცხადების პირველივე დღიდან მუშაობდა, მაგრამ ჩვეულ რეჟიმს ის უკვე ერთი კვირაა, რაც დაუბრუნდა. ამასთან, სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები "ტოიოტა ცენტრ თბილისში" კვლავინდებურად უცვლელია, მომხმარებელს კი პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა
და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით მოემსახურებიან.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, ავტომობილის შეძენის მსურველებს შეუზღუდავად შეუძლიათ "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ეწვიონ, უახლესი მოდელები შოურუმში დაათვალიერონ და ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება მიიღონ. მისი თქმით, კომპანია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და მომხმარებელს
ტექნიკურ მომსახურებას, ავტონაწილებისა და აქსესუარების შეძენას ძველი ფასებით სთავაზობს.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" შოურუმი უკვე ღიაა ტოიოტას მოყვარულებისთვის და ავტომობილის შერჩევა კვლავინდებურად ადგილზეა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, ჩვენი მომხმარებელი ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ "ტოიოტა ცენტრ თბილისში", შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ფასები არ გაზრდილა არც სერვისზე, არც ავტონაწილებისა და აქსესუარების შეძენაზე. კომპანია მზად არის მომხმარებელს იმ ფასებით მოემსახუროს, რაც საგანგებო მდგომარეობის დაწესებამდე მოქმედებდა. გარდა ამისა, 18 მაისიდან "ტოიოტა ცენტრი თბილისი" ტოიოტას მფლობელებისთვის აქციის დაწყებას აანონსებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა მაღალი ხარისხის ორიგინალი წარმოების ზეთითა და ფილტრით", - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განმარტებით, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყოს, რომ პანდემიის პირობებში, "ტოიოტა ცენტრ თბილისში" მომსახურება საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით მოხდება.

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" სრულყოფილად ასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც გაცემულია, როგორც ჯანმოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, სამთავრობო უწყებების მიერ. პირველ რიგში, ჩვენი პერსონალი სათანადოდ არის ეკიპირებული და არ აქვს ახლო შეხება მომხმარებელთან. გარდა ამისა, მუდმივად ტარდება შოურუმისა და სერვისცენტრის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. სივრცეში, სადაც მომხმარებელს უწევს ყოფნა, შექმნილია ყველა პირობა სავალდებულო დისტანციის დასაცავად. მომხმარებელი, რომელიც ცენტრს ეწვევა, აუცილებლად აღირიცხება, მას ვუზომავთ ტემპერატურას, ვთავაზობთ სადეზინფექციო ხსნარს, გადავცემთ პირბადესა და ხელთათმანს. რაც მთავარია, დეზინფექცია უტარდება ტექმომსახურებისთვის შემოსულ ყველა ავტომომობილს. იმისათვის, რომ მომხმარებლის მიმოსვლის ნაკადები უკეთ ვარეგულიროთ, მომხმარებელს ვთხოვთ, "ტოიოტა ცენტრ თბილისს" წინასწარ დაუკავშირდეს და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს. ყოველ მათგანს ინდივიდუალურად, დათქმულ დროს და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მოვემსახურებით", - აცხადებს თინათინ მაკარიძე.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ტექნიკური მომსახურების მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ნომრებზე: 032 2 522 022; 032 2511, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ან ეწვიოს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები