"ვოლვო საქართველო" მომხმარებელს 20 000-ლარიან ფასდაკლებას და 1-წლიან უფასო საწვავის აქციას სთავზობს - კვირის პალიტრა

"ვოლვო საქართველო" მომხმარებელს 20 000-ლარიან ფასდაკლებას და 1-წლიან უფასო საწვავის აქციას სთავზობს

"ვოლვო საქართველო" მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

როგორც კომპანია "თეგეტა მოტორსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო S90, XC60 და XC90 მოდელები 20 000 ლარიანი ფასდაკლებით და მიიღოს საჩუქრად 1 წლიანი უფასო საწვავი.

"ჩვენი მიზანია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობები" - განაცხადა Volvo Cars Caucasus-ის დირექტორმა გაგა კოხრეიძემ.

"ვოლვო" მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა. "ვოლვო საქართველოს" ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს სამოდელო რიგის სრული ასორტიმენტი, როგორც 2019 წლის, ასევე 2020 წლის მოდელები. "ვოლვოს" ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტდრაივზე გამოცდა. ამასთანავე "ვოლვო საქართველო" მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს და ორიგინალ ავტონაწილებს სთავაზობს.

"ვოლვო საქართველოს" შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ტესტ დრაივზე ჩასაწერად იხილეთ ბმული volvocars.com, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლ ცენტრს: 224 42 42", - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)