KIU-ს რექტორი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ონლაინ ფორმატში შეხვდება
KIU-ს რექტორი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ონლაინ ფორმატში შეხვდება
2020 წლის 29 მაისს, 16.00 საათზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) მაისის თვის ონლაინ შეხვედრების დასკვნით ვებინარს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე გამართავს. რექტორი აბიტურიენტებს, მშობლებს და დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მისი პროგრამების, სწავლების, სტუდენტურ ქალაქში ცხოვრების, სტაჟირებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას KIU-ს სტუდენტური საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრა პირდაპირ რეჟიმში გაიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები
დაუსვან რექტორს.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით, სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა რთულია უშუალოდ შეხვდე აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, ასევე მოაწყო სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ღონისძიება, გადავწყვიტეთ, ონლაინ ფორმატში გადმოგვეტანა შეხვედრები და გაგვეცა პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე. გვიხარია, რომ ინტერესი KIU-ს მიმართ მზარდია და ჩვენც
მაქსიმალურად ვეცდებით, პირადად მივაწოდოთ ინფორმაცია სიახლეებზე, რომელიც ჩვენს მომავალ სტუდენტებს KIU-ში ელოდებათ“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და KIU კონსულტაციის / Enrollment Advisors ორგანიზებით მაისის KIU ვებინარ-შეხვედრა უკვე სამჯერ გაიმართა და აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ KIU-ს პროგრამების ხელმძღვანელებს, პროფესორებს, გაცნობოდნენ იმ სიახლეებს, რასაც უნივერსიტეტი გეგმავს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში.

29 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე რექტორი გააცნობს მომავალ სტუდენტებს როგორ ემზადება რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ჰაბი 2020-2021 სასწავლო წლისთვის და როგორი იქნება სამხრეთ კავკასიის პირველ საუნივერსიტეტო ქალაქში სწავლება.

რექტორთან შეხვედრა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით გაიმართება და მსურველებმა რეგისტრაცია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსებული ფორმის მეშვეობით უნდა გაიარონ https://kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=24&lng=geo
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები