სტალინი - ფოლადის კაცი თუ მასობრივი მკვლელი? - ქართულ ენაზე გამოცემული მაიკლ კერიგანის წიგნი ამ კითხვაზე პასუხს გაპოვნინებთ
სტალინი - ფოლადის კაცი თუ მასობრივი მკვლელი? - ქართულ ენაზე გამოცემული მაიკლ კერიგანის წიგნი ამ კითხვაზე პასუხს გაპოვნინებთ
ფოლადის კაცი თუ მასობრივი მკვლელი? - ეს არის კითხვა მე-20 საუკუნის გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურაზე, რომელზე პასუხიც რთული გასაცემია. ამ საკითხით ინტერესდება არაერთი მკვლევარი და ისტორიკოსი. გასული საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ფიგურის შესახებ საინტერესო წიგნებია გამოცემული, თუმცა ყველა ავტორი მას სხვადასხვაგვარად ხედავს. ქათველებისთვის კი ეს ისტორიები განსაკუთრებით საინტერესოა, სტალინის წარმომავლობიდან გამომდინარე.
ამჯერად, ქართულ ენაზე ითარგმნა ცნობილი ავტორის, სატელევიზიო დირექტორისა და არაერთი სატელევიზიო შოუს პროდიუსერის მაიკლ კერიგანის ძალიან საინტერესოდ დაწერილი, 180 ფოტოთი,
ნახატითა და ილუსტრაციით გაფორმებული წიგნი, სახელად "სტალინი“.

საბჭოთა ლიდერი, შეიარაღებული მძარცველი, აქტივისტი, რევოლუციონერი, დიქტატორი - ამ და კიდევ არაერთი სიტყვით მოიხსენიებენ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილს, რომლის კოდური სახელიც "სტალინი“ ფოლადის კაცს ნიშნავს.


მე-20 საუკუნის ერთ
-ერთი ყველაზე უმოწყალო, შიშის მომგვრელი და აღიარებული პოლიტიკური ლიდერის ადამიანური ისტორია - სწორედ ასე ახასიათებენ კერიგანის ავტორობით შექმნილ წიგნს. ის აღწერს დიდი დიქტატორის ბავშვობას საქართველოში, ახალგაზრდულ წლებს, როგორც რევოლუციონერისა და აქტივისტის ბოლშევიკური პარტიის რიგებში მის აღმასვლას, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ოცდაათწლიან პერიოდს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც მთავარსარდლის ქმედებებს და "ცივი ომის“ წლებში აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის დომინირებას.

წიგნში აღწერილია მისი დანაშაულებრივი საქმიანობა, ბოლშევიკურ პარტიაში აღმასვლასა და გადასახლებაში ყოფნის პერიოდი. განხილულია სტალინის პირადი ცხოვრება, ორი ქორწინება, ვაჟის თვითმკვლელობის მცდელობა და მეორე ცოლის თვითმკვლელობა. ავტორი აღწერს მის ლიდერად ჩამოყალიბებას, პოლიტიკურ იდეოლოგიას, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის შედეგებს, მის ქმედებას ქვეყანაში შიმშილობის პერიოდში, "დიდ წმენდას“ გასული საუკუნის 30-იან წლებში.

კერიგანი ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით, აშუქებს მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის, როგორც სამხედრო ხელმძღვანელის როლს და აღწერს, თუ როგორ გამოამწყვდია მან აღმოსავლეთი ევროპა "ცივი ომის“ დროს "რკინის ფარდის“ მიღმა. განიხილავს დაახლოებული პირების მიერ მისი მოწამვლის შესახებ ვერსიას. საინტერესოა ისიც, თუ რა სწრაფად დაგმეს მისი პიროვნების კულტი დიქტატორის სიკვდილის შემდგომ წამყვანმა პარტიულმა ხელმძღვანელებმა.
სტალინის შესახებ აღნიშნული გამოცემა ავტორის გამოც არის საინტერესო. გარდა აღნიშულისა, მაიკლ კერიგანი ავტორია რამდენიმე წიგნისა, მათ შორის: "კათოლიკური ეკლესიის შავბნელი ისტორია“, "შეუსრულებელი გეგმები მეორე მსოფლიო ომის დროს“, "ჰიტლერი: ადამიანი ურჩხულს მიღმა“ და "ენიგმა: რა როლი ითამაშა კოდის გატეხამ მეორე მსოფლიო ომის მოგებაში“. ის წიგნების მიმომხილველია გამოცემაში The Guardian da Times Literary Supplement.

წიგნის შეძენა "ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში უკვე შესაძლებელია.
სიმართლე.
07 ივნისი 2020 21:28
ვიღაცეების ნაჯრაბნს აპიარებენ და ისინი, ვინც უშუალოდ სტალინის მომსწრენი იყვნენ და მის გვერდით იბრძოდნენ, მათზე, კრინტს არა იღებენ, ეს ჭიაღუები.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები