რე|ბანკი მომხმარებელს განახლებულ ტოპ|ქარდს სთავაზობს
რე|ბანკი მომხმარებელს განახლებულ ტოპ|ქარდს სთავაზობს
რე|ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს შესთავაზა სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი, განვადების შოპინგ ბარათი - ტოპ|ქარდი. ტოპ|ქარდი რეალურად 0%-იანი განვადების ბარათია - თუ მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების შემოთავაზებულ ვადებსა და პირობებს დაიცავს, მისი შენაძენის ღირებულება ყოველგვარი დანამატის გარეშე, თანაბრად გადანაწილდება პარტნიორი სავაჭრო ობიექტის მიერ განსაზღვრულ თვეებზე.

ბარათზე განვადების ლიმიტი 250-დან 5000 ლარამდეა. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი და მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ უწევს.

თუ აქამდე ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა
მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში იყო შესაძლებელი, ახლა მომხმარებელს შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება 45-დღემდე უპროცენტო პერიოდით გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი.

"ტოპ|ქარდი ერთადერთი ბარათია საქართველოში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც უპროცენტო განვადების, ისე
საკრედიტო ბარათის სახით. ამასთანავე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებით, რომელსაც რე|ბანკი პერიოდულად სთავაზობს ტოპ|ქარდის არსებულ და ახალ მომხმარებლებს. “ - ანანო ქორქია, რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისამდე ძალაშია რე|ბანკის მიერ დაშვებული საშეღავათო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც, ტოპ|ქარდით ნებისმიერ ადგილზე გადახდილი თანხის დაფარვას მომხმარებელი 1 ივლისიდან დაიწყებს და ხარჯი მომდევნო 6 თვეზე საკომისიოს გარეშე გადანაწილდება.

ტოპ|ქარდს გაცემის და მომსახურების საკომისიო არ აქვს, ის შოპინგის მოყვარულებისთვის არის შექმნილი. ტოპ|ქარდით მომხმარებელი ანაწილებს შესყიდვების ხარჯებს და ყოველთვიურად მეტი თანხა რჩება სხვა მიზნებისთვისაც.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:
rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები