სად შევიძინოთ სმარტფონი საუკეთესო ფასად - რჩევები, რომელიც ტელეფონის შერჩევაში დაგეხმარებათ - კვირის პალიტრა

სად შევიძინოთ სმარტფონი საუკეთესო ფასად - რჩევები, რომელიც ტელეფონის შერჩევაში დაგეხმარებათ

სმარტფონის გარეშე თანამედროვე ადამიანის ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ამ პატარა მოწყობილობამ ჩაანაცვლა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, ტელევოზორი და მუსიკალური მოწყობილობები, წიგნი და დღიური და კიდევ არაერთი ყოველდღიური გამოყენების ნივთი. სწორედ ამიტომ ადამიანისთვის ის იქცა შეუცვლელ და დაუფასებელ ნივთად.

მუდმივად მზარდი მოთხოვნისა და ტელეფონის გაზრდილი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად იზრდება ფასებიც. დღეს ქართულ ბაზარზე ახალი თუ მეორადი სმარტფონების გამყიდველი არაერთი კომპანია წარმატებით ოპერირებს.

მაგალითად, სმარტფონების ლიდერი ბრენდის Apple-ის საშუალო ფასი მათთან ასეთია: iPhone 7 - ახალი 1250 ლარი, მეორადი 900 ლარი, iPhone 7 plus - ახალი 1550 ლარი, მეორადი 1300 ლარი, iPhone 8 - 1650 ლარი, მეორადი - 1400 ლარი, iPhone 8 plus - 1950 ლარი, მეორადი 1400 ლარი.

ეს არის დღეს ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, უახლესი მოდელების ფასი კი გაცილებით მაღალი და რიგ შემთხვევაში მოცემულ ფასზე ორჯერ მეტიც კი არის.

აღნიშნული ფასები საშაუალო ქართველი მომხმარებლისთვის ცოტა ნამდვილად არ არის იმის გათვალისწინებითაც, რომ მწარმოებლები ყოველწლიურად ახალ ფლაგმან მოდელებს გვთავაზობენ და შესაბამისად, სმარტფონის გარკვეული პერიოდულობით განახლების სურვილიც ყველას უჩნდება. არჩევანს კი ახალ და მეორად ტელეფონს შორის ყველა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობის შესაბამისად აკეთებს. თუმცა ბევრმა არ იცის იმის შესახებ, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომია განახლებული ტელეფონებიც და მათი ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე ახალი ტელეფონების.

რას ნიშნავს განახლებული ტელეფონი? - მაგალითად, განახლებულია აიფონი, რომელსაც ქარხანაშივე, რეალიზაციაში გაშვებამდე აღმოაჩნდა მცირე წუნი და შემდეგ ის განაახლა „ეფლის“ ავტორიზებულმა სერვის ცენტრმა. რეალიზაციაში ჩაშვებამდე პროდუქტმა გაიარა 4 საფეხურიანი შემოწმება და დამოწმდა, რომ 100%-ით გამართულად მუშაობს. განახლებული ტელეფონი ვიზუალურად და ფუნქციურად არ განირჩევა ახლისგან. მას ისევე, როგორც ახალ მოდელს მოჰყვება 1 წლიანი გარანტია.

მართლაც შთამბეჭდავად ჟღერს შეთავაზება განახლებულ ტელეფონებზე. თუმცა კიდევ უფრო საინტერესო მისი ფასია. მაგალითად, თუ გადავხედავთ განახლებული ტელეფონების ფასს order24.ge-ზე, ვნახავთ რომ ის მეორადი ტელეფონის ფასს უტოლდება ან შეიძლება ნაკლებიც იყოს. მაგალითად, განახლებული iPhone 7 879 ლარი ღირს, iPhone 7 plus კი - 1250 ლარი. განახლებული iPhone 8-ის ფასი 1299 ლარია, ხოლო iPhone 8 plus-ის - 1599 ლარი.

აღნიშნულ ტელეფონებს შეძენის შემთხვევაში მიიღებთ გაუხსნელი ყუთით, ორიგინალი აქსესუარებითა და 1 წლიანი გარანტიით. order24.ge კი სწრაფ და უფასო მიწოდებას, ამავდროულად ონლაინ განვადებას გთავაზობთ ხელსაყრელი პირობებით.

ასე რომ თუ სმარტფონის გამოცვლას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რომელი ფუნქციებია თქვენთვის მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით შეარჩიეთ სასურველი მოდელი, შემდეგ კი შეარჩიეთ მაღაზია, რომელიც სასურველ მოდელს ყველაზე გონივრულ ფასად შემოგთავაზებთ.