NL International - საერთაშორისო კომპანია მრავალფეროვანი პროდუქტით
NL International - საერთაშორისო კომპანია მრავალფეროვანი პროდუქტით
NL International კოსმეტიკის, გამაჯანსაღებელი, ჰიგიენური საშუალებების, სხეულის მოვლის, დაბალანსებული საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში წარმატებით ოპერირებს. კომპანიის მთავარი მიზანი საუკეთესო ხარისხის ბიო პროდუქციის წარმოებაა, რომლის ფართო ასორტიმენტი აკმაყოფილებს ყველა სახის მომხარებელს.

NL international-ი საქართველოს გარდა, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის, ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში როგორიც არის - საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ეპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და სხვა. მსოფლიოს მასშტაბით 90 მაღაზიას ყოველდღიურად 1,2 მლნ მომხმარებელი
სტუმრობს. კომპანია საკუთარი წარმოების 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტის რეალიზაციას ახდენს, თითოეული მათგანის შექმნაში კი ჩართულნი არიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები, დიეტოლოგები, ენდოკრინოლოგები, კოსმეტოლოგები და პედიატრები.

2017 წლიდან NL international-მა აქტიური გაყიდვების წარმოება უკვე საქართველოში დაიწყო. კოქტეილების, ფაფებისა თუ სუპების პოპულარობა არამხოლოდ ხარისხმა, არამედ მისმა ეფექტურობამაც გამოიწვია. ყველაზე
მოთხოვნად პროდუქტს, “Energy Diet Smart”-ს რეკომენდაციას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიკოსები, სპორტული ინსტრუქტორები და ცნობილი სახეები უწევენ. საქართველოში კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და მას საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები უწევენ რეკომენდაციას. კოქტეილი Energy Diet Smart ეს არის ჭკვიანი საჭმელი, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი, რაც აუცილებელია დაბალანსებული სრულფასოვანი კვებისთვის.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები