კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ "ენერჯი დიეტა” ხელს უწყობს წონაში კლებას - კვირის პალიტრა

კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ "ენერჯი დიეტა” ხელს უწყობს წონაში კლებას

NL International-მა, სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე, პროფესიონალი დიეტოლოგების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, “Energy Diet Smart” კლინკური ტესტირება ბიოიმპანსომეტრიის გამოყენებით 25-დან 45 წლამდე იმ 40 პაციენტზე ჩაატარა, რომლებსაც გააჩნდათ ჭარბი წონისა და სიმსუქნის საწყისი სტადიების პრობლემები.

კვლევების დაწყებამდე ფაქტიური კვების შეფასებამ აჩვენა, რომ კვლევის ყველა მონაწილე ცხიმებითა და ნატრიუმით გაჯერებულ საკვებს იღებდა, ამავდროულად პაციენტების ორგანიზმში უმნიშნვნელო რაოდენობით იყო რკინის, ვიტამინების B1, B2 და ნიაცინის შემცველი პროდუქტები. ჩამოთვილილი მიზეზები არტერიული ჰიპერტონიისა და სიმსუქნის მაპროვოცირებელ უმნიშვნელოვანესი ფაქტორებს წარმოადგენს.

კვლევის ქვეშ მყოფი ადამიანები სამი თვის განმავლობაში დღეში ორჯერ, საკვების ნაცვლად, თითოეულის გემოვნების შესაბამისად, იღებდნენ ენერჯი დიეტას.

დაბალცხიმიანი და დაბალი ნახშირწყლების შემცველი კვების რაციონის გამოყენებამ მკაფიოდ გამოხატული გავლენა იქონია ლიპიდებისა და ნახშირწყლების მაჩვენებლების ნორმალიზებაზე და მოახდინა სხეულის წონის მაჩვენებლების კორექცია.

ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ენერჯი დიეტის გამოყენება დაბალანსებულ რაციონთან ერთად ხელს უწყობს:

• პაციენტის კვების ხარისხის გაუმჯობესებას;

• წონისა და სხეულის მასის ინდექსის შემცირებას;

• წელის გარშემოწერილობის, თეძოებისა და კანის ცხიმის ნაკეცების სისქის შემცირებას;

• ცხიმის მასის შემცირებას (ბიოქიმიური ანალიზის მონაცემთა მიხედვით);

• სისხლის ლიპიდური სპექტრის გაუმჯობესებას და ათეროსკლეროზის განვითარების რისკის შემცირებას (სისხლის ბიოქიმიური ანალიზის მონაცემთა მიხედვით);

გარდა პაციენტებში წონაში კლებისა, კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენდა პროდუქტის გვერდითი და არასასურველი ეფექტების გამოვლენა. ფუნქციონალური საკვების, “Energy Diet Smart”-ის ორგანოლეპტიკური თვისებების შეფასებისას, მისი გემოს, ფერის, სუნისა და ტექსტურის თვისებები, შეფასდა დადებითად, რაც ენერჯი დიეტის საკმაოდ მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

ასევე, კვლევის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ დაბალკალორიული დიეტის მიღების შემდეგ, პაციენტებში აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგი შემგუებლურობა და არ გამოიკვეთა დისპეპტიკური დარღვევები.

NL International-ის საკვები დანამატების მიღების შემდეგ პაციენტებს ჰქონდათ დანაყრებულობის შეგრძნება, შემცირდა საკვების ჭარბად მიღების მოთხოვნილება, შენარჩუნდა ფიზიკური აქტივობა და სტაბილიზირდა ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.

გამოვლენილი ცვლილებები საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ დასკვნა ფუნქციური საკვების "Energy Diet Smart" ორგანიზმისათვის დადებითად მოქმედების შესახებ.

(R)