"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სეზონური აქციის განახლებული პირობები აგვისტოს ბოლომდე ძალაში დარჩება - კვირის პალიტრა

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სეზონური აქციის განახლებული პირობები აგვისტოს ბოლომდე ძალაში დარჩება

საქართველოში TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი "ტოიოტა ცენტრი თბილისი" ტრადიციული სეზონური შეთავაზების განახლებულ პირობებს ძალაში აგვისტოს ბოლომდე დატოვებს. აქციის ფარგლებში, "ტოიოტა ცენტრი თბილისი" ტოიოტას მარკის ავტომობილის მფლობელ ფიზიკურ პირებს, ძრავის ორიგინალი წარმოების ზეთისა და ფილტრის შეძენას სპეციალურ ფასად სთავაზობს. გარდა ამისა, სპეციალურ ფასში აღნიშნული ავტონაწილების შეცვლის მომსახურებაც შედის.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" ინფორმაციით, საზაფხულო აქციის პირობების განახლება მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. შესაბამისად, სეზონური შეთავაზებით სარგებლობას პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელი ფიზიკურ პირებიც აგვისტოს ბოლომდე შეძლებენ. მათთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა და შეცვლის მომსახურება სპეცფასად - 100 ლარად იქნება შესაძლებელი.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სეზონური შეთავაზებით - "ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად" - ისევ ისარგებლებენ Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლები. მათთვის სპეციალური ფასი შეთავაზებული პაკეტისთვის, ასევე, 100 ლარი იქნება. ამ ტიპის მომსახურება თოყოტა ჩოროლლა-ს მფლობელებისთვის 120 ლარია, Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებისთვის კი - 135 ლარი.

"ტოიოტა ცენტრ თბილისში", აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე, როგორც სხვა ავტონაწილები და აქსესუარები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, ცენტრში მისულ მომხმარებელს ნებისმიერი სახის სერვისსა და ავტონაწილზე კვლავინდებურად უცვლელი ფასები დახვდება.

შექმნილ ვითარებაში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებელია მომხმარებელი წინასწარ ჩაეწეროს სერვისის მისაღებად. "ტოიოტა ცენტრ თბილისში" ავტომობილის მფლობელებს მოემსახურებიან "ტოიოტას" მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს დამატებით ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით მოემსახურონ. სეზონურ აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს ტექნიკური მომსახურების მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად, შეუძლიათ დაუკავშირდნენ "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 10:00-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com

(R)