აჭარაში შემოწმება 180-მდე სასტუმრომ გაიარა
აჭარაში შემოწმება 180-მდე სასტუმრომ გაიარა
აჭარაში, ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტების სასტუმროებში დანერგვის პროცესი გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები.

"განთავსების ობიექტების ჩამონათვალი, რომლითაც ტურისტებს ამ ეტაპზე, აჭარაში შეუძლიათ სარგებლობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ პორტალზეა Gobatumi.com განთავსებული. არსებული სია ყოველდღიურად განახლების პროცესშია და მას ეტაპოპრივად ემატება ახლადშემოწმებული სასტუმროები.

რეგიონში ამოქმედებულია ძირითადი ტურისტული
ატრაქციებიც. 3 თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა ბათუმის საბაგირომაც, რომელიც შიდა ტურისტებს სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებებს სთავაზობს. მუშაობას აგრძელებს ბათუმის დელფინარიუმიც, სადაც დელფინების შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე იმართება. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარაში ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ
ადგილებში იმოგზაურონ. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები