"თბილისის ზღვის პლაზაში" "მიჰაუსი“ - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი იხსნება - კვირის პალიტრა

"თბილისის ზღვის პლაზაში" "მიჰაუსი“ - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი იხსნება

17 ივლისს, "თბილისის ზღვის პლაზაში" 'მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი იხსნება, რომლის 12 000 კვ/მ ფართობზე 60 000-მდე სამშენებლო და სარემონტო პროდუქტი მოიყრის თავს.

როგორც 'მიჰაუსიდან" გვცნობეს, ჰიპერმარკეტი მომხმარებელს პროდუქციის ამოუწურავ არჩევანთან ერთად კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს, რადგან, მათი თქმით, ამის გარეშე ძალიან რთულია სწორად, ზუსტად და სათანადო რაოდენობით შეიძინოს, როგორც გამოცდილმა ასევე გამოუცდელმა მომხმარებელმა სამშენებლო თუ სარემონტო საშუალებები და ინსტრუმენტები.

'მიჰაუსის" მენეჯერები აცხადებენ, რომ კონსულტანტები შესაბამისი ბრენდების წარმომადგენლების მიერ დატრენინგდნენ და სრულფასოვანი მომსახურებისთვის არიან მზად.

'ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის ხარისხია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სწორად მიაწოდო ის პროდუქტი, რომელიც მას რეალურად სჭირდება. სწორედ ამ მიზნით გადავამზადეთ სპეციალისტები, რომელთა მომსახურების შედეგად მომხმარებელი ზედმეტ ფინანსურ და დროის დანახარჯებს აირიდებს თავიდან", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

'ჰიპერმარკეტის ახლებური კონცეფცია სიახლეა ქართველი მომხმარებლისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობა/რემონტის სრული ციკლის დაგეგმვა ბევრად უფრო გაუმარტივდება. მომხმარებელი ერთ სივრცეში არამხოლოდ იყიდის საჭირო მასალებს, არამედ გამოცდის კიდეც მას; ნახავს რეალურად როგორ გამოიყენება ესა თუ ის მასალა და წინასწარ, ერთ სივრცეში დაგეგმავს მშენებლობის და რემონტის ეტაპებს, შეარჩევს მისთვის იდეალურ მასალებს. ინოვაციური სერვისები, რომლებსაც 'მიჰაუსის" შოურუმი სთავაზობს მომხმარებელს, უფრო გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის მშენებლობის დაგეგმვის პროცესს.

'მიჰაუსში" გვეყოლება დიზაინერები, რომლებიც მომხმარებლის სურვილის შესაბამისად შექმნიან ინტერიერის დიზაინს და 3D გამოსახულებით აჩვენებენ დამკვეთს VR სათვალის გამოყენებით. მეტი თვალსაჩინოება წარმოუდგენელია", - აცხადებენ კომპანიაში.

ჰიპერმარკეტი 'მიჰაუსი" მომხმარებელს ასევე სთავაზობს სერვისს 'Do It Yourself" (გააკეთე შენ თვითონ). 'DIY კონცეფცია კომუნიკაციაში აქტიურად გვექნება გამოყენებული. მომხმარებელსაც მუდმივად შევთავაზებთ ბლოგპოსტებს რემონტისა და მშენებლობის შესახებ და DIY პროექტების გზამკვლევებს", - ამბობენ 'მიჰაუსში".

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, სადაც 21 ქვეყანაში წარმოებული 60 000 პროდუქტი გაიყიდება, 17 ივლისს, 15:00 საათზე გაიხსნება.

(R)