"ლიტერატურული გაჩერება" მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება - კვირის პალიტრა

"ლიტერატურული გაჩერება" მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება

თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, იმოგზაურო და დაესწრო საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაცვალო უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში და მოუფრთხილდე გარემოს, მაშინ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ლიტერატურული გაჩერება" მოდის შენთან!

ანანო თავხელიძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

"გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისაა და საიუბილეო წელს მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნავს. მივდივართ მკითხველთან ქვეყნის ყველა კუთხეში და იწყება დიდი "ლიტერატურული გაჩერება".

ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. გვინდა გავახაროთ ჩვენი ერთგული მკითხველი. მუდმივად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და ჩვენც ძალას არ ვიშურებთ საუკეთესო ლიტერატურის შესაქმნელად ყველა გემოვნების მკითხველისთვის. ასე რომ, 24 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით არ გამოტოვოთ ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი: წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ღონისძიებები, შეხვედრა ავტორებთან, წიგნის პრეზენტაციები. ყველას მოვუწოდებ შემოგვიერთდეს".

გთავაზობთ "ლიტერატურული გაჩერების" განრიგს:

24 ივლისი - ყვარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუდიგორის #2) გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა -50%-მდე ფასდაკლებით სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე. ყვარელი ასევე მასპინძლობს პროექტ "მაკულიტერატურას".

მომხმარებლები 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლიან; თაბახის ფურცლების, ძველი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების სანაცვლოდ, ახალი და საინტერესო ლიტერატურის დიდ არჩევანს ვთავაზობთ.

25-26 ივლისს გამოფენა-გაყიდვა გადაინაცვლებს თელავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე (ერეკლე II-ის ქუჩა).

აქაც შესაძლებელი იქნება მაკულატურის გადაცვლა წიგნებში (1კგ=1 ლარს).

25 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე თელავის "ბიბლუსი გალერეაში" მკითხველს შეხვდებიან მწერლები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი. ისინი ინტერაქციულ წიგნს "ფენიქსს" წარადგენენ. ეს სხვანაირი წიგნია, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს და ლიტერატურული ექსპერიმენტია.

26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება "მაკულიტერატურის" აქცია "1კგ= 1 ლარს".

29 ივლისს "ლიტერატურული გაჩერება" საჩხერეს ეწვევა. გამოფენა-გაყიდვა -50%-მდე ფასდაკლებით გაიმართება კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (თავისუფლების ქუჩა #1).

30 ივლისს ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი ულამაზეს რაჭაში გაგრძელდება, წიგნების გამოფენა-გაყიდვას ონი უმასპინძლებს, 31 ივლისს - ამბროლაური.

1-2 აგვისტოს ლიტერატურული ქარავანი ზუგდიდში გაჩერდება.

1-ლ აგვისტოს სამეგრელოს ესტუმრებიან ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი და ახალ ინტერაქციულ წიგნს "ფენიქსს" წარადგენენ.

ზუგდიდში 1-2 აგვისტოს გაიმართება "მაკულიტერატურის" აქცია - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა - 50%-მდე ფასდაკლებით.

3-4 აგვისტოს "ლიტერატურული გაჩერება" სვანეთის მთებში დაბანაკდება და მესტიაში გაიმართება წიგნების-გამოფენა გაყიდვა.

10 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგი;

12 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სიონი;

13 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სურამი.

14-15-16 აგვისტოს ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი ბათუმში გაგრძელდება და ბათუმელებს საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები ელით.

14 აგვისტოს დაიწყება "მაკულიტერატურის" აქცია, რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

14 აგვისტოს გაიმართება პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება.

15 აგვისტოს გაიმართება "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის" გამარჯვებულის თინათინ ბერიძის წიგნის "მოპარული სიყვარულის" პრეზენტაცია; "ბიბლუსი გალერეა", 19:00 საათზე.

16 აგვისტოს 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" პრეზენტაცია. ბათუმს ეწვევიან ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

17 აგვისტოს "ლიტერატურული გაჩერება" ოზურგეთში გადაინაცვლებს (მის: 9 აპრილის პარკი)

გურულებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში და ასე გადაარჩინონ გარემო (1კგ =1 ლარს)

19:00 საათზე კაფეში "რვას + 1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) გაიმართება შეხვედრა "ფენიქსის" ავტორებთან.

18 აგვისტოს ოზურგეთში დასრულდება "მაკულიტერატურის" აქცია, რომლის ფარგლებშიც 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

19 აგვისტოს "პალიტრა L"-ის""ლიტერატურული გაჩერება" ბახმაროში დასრულდება.