ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს ელოდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს ელოდება
ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი KIU წელს სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ველ ნა­კადს მი­ი­ღებს მა­თე­მა­ტი­კის, მე­ნე­ჯმენ­ტის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე. ჩა­რი­ცხვა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სურთ სწავ­ლა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში უნდა მი­უ­თი­თონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კოდი - 197.
რა ელო­დე­ბათ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტებს:

KIU-ს კამ­პუს­ში სტუ­დენ­ტებს დახ­ვდე­ბათ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლად მო­წყო­ბი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, სტუ­დი­ოს ტი­პის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ორად­გი­ლი­ა­ნი ოთა­ხე­ბი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი გათ­ბო­ბი­სა და გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბით, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით, სა­ძი­ნებ­ლით, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და სა­მე­ცა­დი­ნო
კუ­თხით. ოთა­ხე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით, ავე­ჯით, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი­თა და ინ­ტერ­ნე­ტის უწყვე­ტი კავ­ში­რით.
რო­გო­რია KIU-ს კამ­პუ­სი:

KIU-ს ქა­ლა­ქი 153 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვეთ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს: ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის.
სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.
უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს სა­ო­პე­რა­ციო მო­დე­ლი და პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM და TUM International GmbH-თან პარტნი­ო­რო­ბით.

(R)




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები