გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული გაჩერება" გრძელდება - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული გაჩერება" გრძელდება

გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისაა და საიუბილეო წელს მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნავს.

ზაფხულის "ლიტერატურული თავგადასავალი" კახეთიდან დაიწყო, ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა, "მაკულიტერატურის" აქცია - მსურველებმა ჩააბარეს უსარგებლო თაბახის ფურცლები, რვეულები, ძველი წიგნები და გადაცვალეს ახალ წიგნებზე. 300-მდე წიგნიდან მათთვის სასურველ ჟანრს ირჩევდნენ.

თელავში გაიმართა ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" პრეზენტაცია. ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდნენ.

ფიქრია ყურშიტაშვილი, თელავის მერის მოადგილე: "პალიტრა L" თელავში ძალიან საინტერესო აქტივობებით ჩამოვიდა. ეს გამომცემლობა გამორჩეულია, და ყოველთვის ცდილობს კრეატივის შემოტანას. თელავის თეატრის წინ 2 დღეს ხალხმრავლობა იყო, მოდიოდნენ ოჯახები და მაკულატურას ახალ ლიტერატურაზე ცვლიდნენ, ახალ წიგნებს ფასდაკლებით ყიდულობდნენ. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედია, მუდმივად ჩატარდება".

წიგნების გამოფენა-გაყიდვა 50%-იანი ფასდაკლებით ამბროლაურსა და ონშიც გაიმართა. აქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია - მსურველებმა 300-ზე მეტი დასახელებიდან სასურველი ლიტერატურა შეარჩიეს.

"ლიტერატურული ქარავანი" ზუგდიდსაც ესტუმრა, სადაც ბოტანიკური ბაღის ღია ბიბლიოთეკაში "ფენიქსის" პრეზენტაცია გაიმართა.

"მაკულიტერატურის" პროექტის აქციაში მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაეცვალათ. გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა 50%-იანი ფასდაკლებით.

თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, იმოგზაურო და დაესწრო საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაცვალე უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში და მოუფრთხილდი გარემოს, მაშინ გამომცემლობა "პალიტრა L"L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" მოდის შენთან!

გთავაზობთ "ლიტერატურული გაჩერების" განრიგს:

3-4 აგვისტოს "ლიტერატურული გაჩერება" სვანეთში დაბანაკდება და მესტიაში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება;

10 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგი;

12 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სიონი;

13 აგვისტო - "ლიტერატურული გაჩერება" სურამი;

14-15-16 აგვისტო - ლიტერატურული თავგადასავალი ბათუმში გაგრძელდება და ბათუმელებს საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები ელით;

14 აგვისტოს დაიწყება "მაკულიტერატურის" აქცია, რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

14 აგვისტოს გაიმართება პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება", სადაც სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე და რევაზ კოპალაძე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ "ლურჯი ოკეანის" ფეისბუკგვერდს;

15 აგვისტოს გაიმართება "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებულის თინათინ ბერიძის წიგნის "მოპარული სიყვარულის" პრეზენტაცია, "ბიბლუსი გალერეა", 19:00 სთ;

16 აგვისტოს 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" პრეზენტაცია, რომელსაც "ლიტერატურულ ექსპერიმენტსაც" უწოდებენ. ბათუმს ეწვევიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

17 აგვისტოს "ლიტერატურული გაჩერება" ოზურგეთში გადაინაცვლებს (მის: 9 აპრილის პარკი); გურულებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში და გადაარჩინონ გარემო (1კგ = 1 ლარს). 19:00 საათზე კაფეში "რვას + 1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) გაიმართება შეხვედრა "ფენიქსის" ავტორებთან.

18 აგვისტოს ოზურგეთში დასრულდება "მაკულიტერატურის" აქცია 1 კგ მაკულატურის 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით;

19 აგვისტოს "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული გაჩერება" ბახმაროში დასრულდება.