კომპანია "მადაგონი" ქსელის გაფართოებას იწყებს და გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის - კვირის პალიტრა

კომპანია "მადაგონი" ქსელის გაფართოებას იწყებს და გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის

კომპანია "მადაგონი" ქსელის გაფართოებას გეგმავს და სექტემბერში ქალაქ გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის. ახალი საშუალო ზომის სუპერმარკეტები გაიხსნება თბილისსა და ზესტაფონშიც.

გორის სუპერმარკეტი 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაიხსნება და წარმოდგენილი იქნება სურსათისა და საოჯახო პროდუქციის სრული ასორტიმენტი. როგორც "მადაგონში" განმარტავენ, ქალაქში მსგავსი მასშტაბის სუპერმარკეტი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს და გორის მცხოვრებლებისთვის ის დამატებით კომფორტს შექმნის.

გარდა ამისა, კომპანია დასავლეთ საქართველოს ბაზრის ათვისებას გეგმავს, რასაც იმერეთის რეგიონიდან იწყებს.

"მადაგონი" საქართველოს ბაზარზე უკვე მე-11 წელია ოპერირებს და მართავს 10 სუპერმარკეტსა და 6 რესტორანს, რომელიც როგორც თბილისში, ისე რუსთავშია თავმოყრილი. ამასთან, "მადაგონის" ერთგული მომხმარებლისთვის კარგად არის ცნობილი მისი ლუდსახარში, სადაც, არაპასტერიზებული, ნატურალური ლუდი მზადდება და კომპანიის რესტორნებსა და პაბებში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი. ცნობილია მისი გემოვნური თვისებებიც: იმის გამო, რომ "მადაგონის" ლუდს კონსერვანტები და სხვა დანამატები არ აქვს და ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული, ინარჩუნებს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს.

კომპანიის ქსელში შემავალ რესტორნებში წარმოდგენილია ქართულ-ევროპული კერძები, რომელიც ხელმისაწვდომი ფასებითა და მდიდარი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. რესტორნების შეფ-მზარეულები მუდმივად ზრუნავენ მენიუს განახლებაზე და ცდილობენ, ის სტუმრების მოთხოვნებს მოარგონ. პროდუქტები კი, რომლითაც კერძები მზადდება ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის.

ასევე, "მადაგონის" საკონდიტრო ცნობილია თავისი საფირმო ტკბილეულით, რომელიც როგორც თბილისში, ისე რუსთავში მცხოვრები მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებების გამო შეუცვლელია. "მადაგონის" საკონდიტრო იმაზე მკაცრად აკონტროლებს პროდუქტების ვადებს, ვიდრე ამას სურათის ეროვნული სააგენტოს რეგულაციები მოითხოვს, სწორედ ამიტომ მომხმარებელს მუდმივად მაღალი ხარისხის და უგემრიელესი ნამცხვრები მიეწოდება. ნედლეული კი, რომელსაც "მადაგონი" იყენებს, მუდმივად ახალი და ეკოლოგიურად სუფთაა. საწარმოები კი მაღაზიებთან და რესტორნებთან მაქსიმალურად ახლოს მდებარეობს, რომ დღის განმავლობაში მომხმარებლებს უახლესი პროდუქტი მიეწოდებოდეს.

კომპანიაში გვიამბობენ, რომ ბლინის, ხინკლისა თუ სხვა ნახევარფაბრიკატების დამზადებამდე, საწარმოში შემოსული ნედლეული ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი ყველა ნორმა მკაცრად არის დაცული და დარღვევების მქონე პროდუქტი "მადაგონის" წარმოებაში ვერ ხვდება.

"ნედლეულის მიკრობიოლოგიური კონტროლი ხდება ყველა პროცესის ჩართულობით. თუ რაიმე დარღვევას აღმოვაჩენთ, პრობლემას მყისიერად აღმოვფხვრით. ნახევარფაბრიკატების შესანახად კი განსაკუთრებული პირობები გვაქვს მოწყობილი - მათ სპეციალურ შოკ-მაცივარში ვინახავთ, სადაც მიკრობები და ბაქტერიები დაბალ ტემპერატურაზე კვდება. ეს პროცესი ჩვენ ვადების კონტროლშიც გვეხმარება, ვინაიდან იქნება ეს ბლინი, ხორცის ხინკალი თუ სხვა საკვები, არ შეიცავს დანამატებსა და კონსერვანტებს, ეკოლოგიურად სუფთაა და შენახვის განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს", - აღნიშნავენ "მადაგონის" ლაბორატორიაში.

"მადაგონის" განვითარების მენეჯერის ანა ბედინეიშვილის თქმით, კომპანია მუდმივად ზრუნავს იმაზე, არათუ შეინარჩუნოს ხარისხი, არამედ გააუმჯობესოს ის, შექმნას საკუთარი მეურნეობა და მაქსიმალურად ნატურალური ნედლეულით მოამარაგოს საწარმო.

"არ ვიყენებთ არცერთ საკვებ დანამატს, რადგან შორ მანძილზე დისტრიბუცია არ გვჭირდება. ვცდილობთ, რომ წარმოებისა და მიწოდების ადგილი ერთმანეთთან ახლოს იყოს, რათა დისტრიბუციის დრო არ გაგრძელდეს. მომხმარებელს ხშირად აინტერესებს ხორცის საკითხიც, ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ საკითხს და მუდმივად ლაბორატორიულ კონტროლზე გვყავს ის აყვანილი. ასევე, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ და ნარჩენებს თავად ვამუშავებთ", - აღნიშნა კომპანიის განვითარების მენეჯერმა.

გარდა სუპერმარკეტებისა და რესტორნების ქსელისა, ჰოლდინგი "მადაგონი" ქალაქ რუსთავში ფლობს ფიტნეს და ესთეტიკ ცენტრებს, რომელიც ასევე ნდობითა და ხარისხიანი მომსახურებით არის ცნობილი.

მაგალითად, კომპანიის გასართობი და რეკრეაციისთვის განკუთვნილი ობიექტი "რეკრეაცია" ქალაქ რუსთავის მცხოვრებლების ერთ-ერთი საყვარელი სივრცეა, სადაც შესაძლებელია ბავშვის დაბადების დღის გადახდა, ბოულინგისა და ბილიარდისა თამაში, გემრიელი კერძებისა და სასმელების მირთმევა და დროის სასიამოვნოდ გატარება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდინგი არაერთ სფეროში უკვე წარმატებით არის წარმოდგენილი, მთელი რიგი სიახლეების დანერგვას გეგმავს. მათ შორის ეს არის მიტანის სერვისი და აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს პროდუქტების შეძენას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

დაარსების დღიდან "მადაგონმა" 500 ადამიანი დაასაქმა და მათთვის შრომის ანაზღაურება არც პანდემიით გამოწვეული კრისიზისის დროს შეუწყვეტია. კომპანიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში ქსელის გაფართოებით კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ, რითაც რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

(რ)