კომპანია "მადაგონი" ქსელის გაფართოებას იწყებს და გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის
კომპანია "მადაგონი" ქსელის გაფართოებას იწყებს და გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის
კომ­პა­ნია "მა­და­გო­ნი" ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას გეგ­მავს და სექ­ტემ­ბერ­ში ქა­ლაქ გორ­ში მას­შტა­ბურ სუ­პერ­მარ­კეტს ხსნის. ახა­ლი სა­შუ­ა­ლო ზო­მის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი გა­იხ­სნე­ბა თბი­ლის­სა და ზეს­ტა­ფონ­შიც.

გო­რის სუ­პერ­მარ­კე­ტი 700 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზე გა­იხ­სნე­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სურ­სა­თი­სა და სა­ო­ჯა­ხო პრო­დუქ­ცი­ის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი. რო­გორც "მა­და­გონ­ში" გან­მარ­ტა­ვენ, ქა­ლაქ­ში მსგავ­სი მას­შტა­ბის სუ­პერ­მარ­კე­ტი ამ დრომ­დე არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და გო­რის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ის და­მა­ტე­ბით კომ­ფორ­ტს შექ­მნის.

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბას გეგ­მავს, რა­საც იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი­დან იწყებს.

"მა­და­გო­ნი" სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე უკვე
მე-11 წე­ლია ოპე­რი­რებს და მარ­თავს 10 სუ­პერ­მარ­კეტ­სა და 6 რეს­ტო­რანს, რო­მე­ლიც რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რუს­თავ­შია თავ­მოყ­რი­ლი. ამას­თან, "მა­და­გო­ნის" ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი მისი ლუდ­სა­ხარ­ში, სა­დაც, არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ლუდი მზად­დე­ბა და კომ­პა­ნი­ის რეს­ტორ­ნებ­სა და პა­ბებ­ში საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ცნო­ბი­ლია მისი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბიც: იმის
გამო, რომ "მა­და­გო­ნის" ლუდს კონ­სერ­ვან­ტე­ბი და სხვა და­ნა­მა­ტე­ბი არ აქვს და ნა­ტუ­რა­ლურ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ინარ­ჩუ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს.

კომ­პა­ნი­ის ქსელ­ში შე­მა­ვალ რეს­ტორ­ნებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბი, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბი­თა და მდი­და­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რეს­ტორ­ნე­ბის შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ზრუ­ნა­ვენ მე­ნი­უს გა­ნახ­ლე­ბა­ზე და ცდი­ლო­ბენ, ის სტუმ­რე­ბის მო­თხოვ­ნებს მო­არ­გონ. პრო­დუქ­ტე­ბი კი, რომ­ლი­თაც კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა ხა­რის­ხის მკაცრ კონ­ტროლს გა­დის.

ასე­ვე, "მა­და­გო­ნის" სა­კონ­დიტ­რო ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი სა­ფირ­მო ტკბი­ლე­უ­ლით, რო­მე­ლიც რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რუს­თავ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო შე­უც­ვლე­ლია. "მა­და­გო­ნის" სა­კონ­დიტ­რო იმა­ზე მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს პრო­დუქ­ტე­ბის ვა­დებს, ვიდ­რე ამას სუ­რა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­ი­თხოვს, სწო­რედ ამი­ტომ მომ­ხმა­რე­ბელს მუდ­მი­ვად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და უგემ­რი­ე­ლე­სი ნამ­ცხვრე­ბი მი­ე­წო­დე­ბა. ნედ­ლე­უ­ლი კი, რო­მელ­საც "მა­და­გო­ნი" იყე­ნებს, მუდ­მი­ვად ახა­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა. სა­წარ­მო­ე­ბი კი მა­ღა­ზი­ებ­თან და რეს­ტორ­ნებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხმა­რებ­ლებს უახ­ლე­სი პრო­დუქ­ტი მი­ე­წო­დე­ბო­დეს.

კომ­პა­ნი­ა­ში გვი­ამ­ბო­ბენ, რომ ბლი­ნის, ხინ­კლი­სა თუ სხვა ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბამ­დე, სა­წარ­მო­ში შე­მო­სუ­ლი ნედ­ლე­უ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას გა­დის. შე­სა­ბა­მი­სად, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა ნორ­მა მკაც­რად არის და­ცუ­ლი და დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტი "მა­და­გო­ნის" წარ­მო­ე­ბა­ში ვერ ხვდე­ბა.

"ნედ­ლე­უ­ლის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრო­ლი ხდე­ბა ყვე­ლა პრო­ცე­სის ჩარ­თუ­ლო­ბით. თუ რა­ი­მე დარ­ღვე­ვას აღ­მო­ვა­ჩენთ, პრობ­ლე­მას მყი­სი­ე­რად აღ­მოვ­ფხვრით. ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის შე­სა­ნა­ხად კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გვაქვს მო­წყო­ბი­ლი - მათ სპე­ცი­ა­ლურ შოკ-მა­ცი­ვარ­ში ვი­ნა­ხავთ, სა­დაც მიკ­რო­ბე­ბი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კვდე­ბა. ეს პრო­ცე­სი ჩვენ ვა­დე­ბის კონ­ტროლ­შიც გვეხ­მა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან იქ­ნე­ბა ეს ბლი­ნი, ხორ­ცის ხინ­კა­ლი თუ სხვა საკ­ვე­ბი, არ შე­ი­ცავს და­ნა­მა­ტებ­სა და კონ­სერ­ვან­ტებს, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა და შე­ნახ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებს სა­ჭი­რო­ებს", - აღ­ნიშ­ნა­ვენ "მა­და­გო­ნის" ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

"მა­და­გო­ნის" გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რის ანა ბე­დი­ნე­იშ­ვი­ლის თქმით, კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს იმა­ზე, არა­თუ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ხა­რის­ხი, არა­მედ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ის, შექ­მნას სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნედ­ლე­უ­ლით მო­ა­მა­რა­გოს სა­წარ­მო.

"არ ვი­ყე­ნებთ არ­ცერთ საკ­ვებ და­ნა­მატს, რად­გან შორ მან­ძილ­ზე დის­ტრი­ბუ­ცია არ გვჭირ­დე­ბა. ვცდი­ლობთ, რომ წარ­მო­ე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის ად­გი­ლი ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს იყოს, რათა დის­ტრი­ბუ­ცი­ის დრო არ გაგ­რძელ­დეს. მომ­ხმა­რე­ბელს ხში­რად აინ­ტე­რე­სებს ხორ­ცის სა­კი­თხიც, ამი­ტომ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ ამ სა­კითხს და მუდ­მი­ვად ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კონ­ტროლ­ზე გვყავს ის აყ­ვა­ნი­ლი. ასე­ვე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს აღე­ბუ­ლი, გა­რე­მოს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნოთ და ნარ­ჩე­ნებს თა­ვად ვა­მუ­შა­ვებთ", - აღ­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯერ­მა.

გარ­და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი­სა, ჰოლ­დინ­გი "მა­და­გო­ნი" ქა­ლაქ რუს­თავ­ში ფლობს ფიტ­ნეს და ეს­თე­ტიკ ცენ­ტრებს, რო­მე­ლიც ასე­ვე ნდო­ბი­თა და ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით არის ცნო­ბი­ლი.

მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნი­ის გა­სარ­თო­ბი და რეკ­რე­ა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ობი­ექ­ტი "რეკ­რე­ა­ცია" ქა­ლაქ რუს­თა­ვის მცხოვ­რებ­ლე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სივ­რცეა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და, ბო­უ­ლინ­გი­სა და ბი­ლი­არ­დი­სა თა­მა­ში, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის მირ­თმე­ვა და დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰოლ­დინ­გი არა­ერთ სფე­რო­ში უკვე წარ­მა­ტე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მთე­ლი რიგი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას გეგ­მავს. მათ შო­რის ეს არის მი­ტა­ნის სერ­ვი­სი და აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნას კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვებს.

და­არ­სე­ბის დღი­დან "მა­და­გონ­მა" 500 ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა და მათ­თვის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა არც პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­სი­ზი­სის დროს შე­უ­წყვე­ტია. კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შიდა ქარ­თლსა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბით კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, რი­თაც რე­გი­ო­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში თა­ვი­ანთ წვლილს შე­ი­ტა­ნენ.

(რ)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები