ერთი ალალი ცრემლი სჯობს სიცრუით სავსე მთელ ცხოვრებას...
ერთი ალალი ცრემლი სჯობს სიცრუით სავსე მთელ ცხოვრებას...
ორშაბათიდან, 3 აგვისტოდან, "ბიბლიის განმარტებების“ მე-12 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, "ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

როცა პატრიარქს წარვუდგინეთ "ბიბლიის განმარტებების“ პროექტი, ყველას ყურადღებით მოგვისმინა და ბოლოს ერთადერთი სიტყვა გვითხრა - "შესანიშნავია"! ამ ერთ სიტყვაში იდო პროექტის მნიშვნელობის მთელი არსი.
შესანიშნავიაო უფლის ნების აღსრულება, - პირველად საქართველოს ისტორიაში, მთელი ბიბლიის ტექსტის მუხლობრივი განმარტებები
ყველასთვის გასაგებ ენაზე.

***
ერთი ალალი ცრემლი სჯობს სიცრუით სავსე მთელ ცხოვრებას...
საიტისთვის რაღაც ფოტოს ვეძებდი და ამას წავაწყდი უცებ. ხო ჩვეულებრივ წვეთს ჰგავს? მაგრამ მოგორავს და მოაქვს სულის ტკივილი, ან იქნებ სიხარული... ვინ იცის...
ზოგჯერ ა
დამიანის ცხოვრების ბედსაც წყვეტდეს იქნებ... სინანულის ცრემლი, გულიდან წამოსული და სულში გამოტარებული...

***
რაში იხარჯება ჩვენი ენერგია, ძალა, შესაძლებლობები...
დიდ და მნიშვნელოვან საქმეთა კეთების ნაცვლად წვრილმან "მომხდურს" ვებრძვით... უსიყვარულოებს, ბოღმით დაბნელებულებს... ჩვენც - არანაკლებ უსიყვარულოდ...

კაცობრიობის მთავარი მტერი კი კვდება სიცილით...
არა და, მიზანი საერთო გვაქვს ყველას, თუმცა არ გვინდა ამის გაგება... მაინც მოგვიწევს... ადრე თუ გვიან, ყველას მოგვიწევს...

***
აღელვებული და გავეშებული ხალხის მასა ყოველთვის ტყუის იმ ერთი ადამიანის წინაშე, ვისკენაც არის მიმართული აგრესია და თუ ამ მასას გავყვებით, ჩვენც შეცდომაში შევალთ. ასეთ დროს ერთადერთი სწორი გამოსავალია, მასას გამოეყო, სასროლად გამზადებული ქვა ძირს დააგდო და ეს სიტყვები გაიხსენო: ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
აბა, რომელი ვართ უცოდველი?

***
შენს დამამცირებელ ფრაზებს წარმოთქვამს? საჯაროდ გეუბნება ისეთ რამეს, რომ საზოგადოებას შენზე ცუდი წარმოდგენა შეუქმნას? და რაც უფრო ჩუმად ხარ, უფრო და უფრო გული მოეცა? იოტისოდენა ზიანსაც ვერ მოგაყენებს! მას კი ჰგონია, რომ გაიმარჯვა და მიზანს მიაღწია, მაგრამ საუბრის დასრულების შემდეგ ისეთი ცარიელია მისი სული... შენ კი, მდუმარე, მომთმენი, თავმდაბალი საქციელის მერე ივსები რაღაც უცნაური წყალობით...
სიტყვასაც ნუ დაძრავ, როცა დაუმსახურებლად გდევნიან... საღმრთო წესრიგი მოაგვარებს ყველა შენს პრობლემას! თუკი გჯერა - ასე იქნება!

***
ომი ცოდვასთან - მოგწონს, გსიამოვნებს, ზოგჯერ ისიც გგონია, რომ ეს არის შენი ბედნიერება, არა და გულში, სულში იტანჯები, თავს ვერ აღწევ მას, თითქოს ქსელში ხარ გაბმული, მეორდება ერთი და იგივე და ვერ გამოდიხარ ამ საშინელი წრიდან. აი გადაწყვიტე, თავი დაანებო ამ ყველაფერს, კონკრეტულ ქმედებაზეც გადახვედი, ისიც კი გგონია, უკვე შეძელი და მოერიე, მაგრამ სულ მალე ისევ ყველაფერი თავიდან იწყება, საკუთარ თავზე ძალდატანება ტანჯვას განიჭებს, გტკივა ყველაფერი...
ერთადერთი ხსნა და საშველი ამ სატანჯველიდან არის გულწრფელი სინანული და უფლისადმი ვედრება - დამეხმარე უფალო! სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მერე იჭრება შენს გარშემო შეკრული ქსელი და სულში შემოდის სული თავისუფლებისა. სადღაც ქრება მიჯაჭვულობა იმ ქმედებაზე, იმ ფიქრებზე თუ სურვილებზე, რომელიც წლების განმავლობაში სატანჯველად გქონდა ქცეული.
ერთი კონკრეტული სატანჯველი ქრება, მაგრამ არ ქრება საშიშროება, რომელსაც ყოველთვის გვიმზადებს ჩასაფრებული ბოროტი და საკმარისია, თავდაჯერებულობა დაგვეუფლოს, უფლისადმი სასოების ნაცვლად საკუთარ თავზე დავამყაროთ იმედი და გვეგონოს, რომ უკვე მივაღწიეთ მიზანს, მაშინვე სულ სხვა მხრიდან მოგვეპარება საფრთხე და ისევ დაცემულ მდგომარეობაში ვიხილავთ ჩევნს ამპარტავან თავს.
თავისუფლებას თუ ვეძებთ, ღმერთი უნდა ვეძებოთ! ნეტავ შეგვაძლებინა!

3 აგვისტოდან - გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად, "ბიბლია განმარტებებით“, მე-12 ტომი! არ გამოგრჩეთ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?