შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? - ჟურნალ "გზასთან" ერთად, ნათია ჯაგოდნიშვილის რომანი "ცდუნება" გამოვა - კვირის პალიტრა

შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? - ჟურნალ "გზასთან" ერთად, ნათია ჯაგოდნიშვილის რომანი "ცდუნება" გამოვა

"წიგნი კონკურსის დაწყებამდე შეიქმნა და მის დასრულებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე დავწერე ფინალური თავი. უბრალოდ, ერთ დღეს, სრულიად ჩვეულებრივ მომენტში ჩემს გონებაში გაიელვა წიგნის ერთმა კონკრეტულმა ეპიზოდმა და ვიგრძენი, ეს ის ისტორია იყო, რომელიც აუცილებლად უნდა დამეწერა“ - ასე შეიქმნა სასიყვარულო რომანი "ცდუნება“, რომელიც კონკურ-სის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული გახდა.

რომანს მკითხველი დიდი ინტერესით ელოდა და წიგნი გამოცემიდან მალევე გახდა ბესტსელერი. 6 აგვისტოდან კი, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მისი შეძენა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.

წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.50.

"ჩემს რომანში სასიყვარულო ამბავზე ბევრად მნიშვნელოვანი პერსონაჟის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა; მისი მცდელობა გაერკვეს საკუთარ თავში და სურვილებში; გაიგოს, რა სურს თვითონ და მიიღოს გადაწყვეტილება; მო-იქცეს სწორად, ამ სიტყვის საზოგადოდ მიღებული მნიშვნელობით, თუ გაა-კეთოს ის, რაც თავად სურს, მიუხედავად შედეგებისა. ვფიქრობ, ყველა ადა-მიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც საკუთარ თავში იკარგება და არ იცის, რა გააკეთოს. "ცდუნებაში“ კი ნებისმიერი ტიპის მკითხველი შეძლებს, რომელიმე პერსონაჟში მაინც ამოიცნოს საკუთარი თავი და სწორედ ამ მკი-თხველებისთვის მინდოდა მეთქვა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ყვე-ლანაირი პრობლემა მნიშვნელოვანია და ისინი ამ პრობლემების წინაშე მარ-ტონი არ არიან", - ნათია ჯაგოდნიშვილი.

ავტორის მიერ ოსტატურად მოთხრობილი სიყვარულის ისტორია არცერთი ასაკის მკითხველს არ დატოვებს გულგრილს. ესაა ემოციებით სავსე რომანი, რომლის კითხვისას, პერსონაჟებთან ერთად განიცდი, გტკივა და გიხარია.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L" და ქართველი ავტორები გა-ერთიანდნენ, რათა პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული წიგნები მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. მათ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს "ცდუნება", ჟურნალ "გზასთან" ერთად, მის შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებს.