"საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს - კვირის პალიტრა

"საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს

"საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს.

"საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს.

აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, აუქციონის განაცხადის ნომერი: 117207RBS67090620, ლოტი: #670906.

დეტალურ ინფორმაციას "საპარტნიორო ფონდის“ მიერ პოტენციური ინვესტორებისთვის მომზადებული აუქციონის პირობები მოიცავს. სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. "საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234425.00 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული "რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა იგეგმება.

საჯარო აუქციონი 2020 წლის 4 სექტემბერს, 15:00 საათზე, "საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება. სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის“ ახალი მფლობელი აუქციონის წესით გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ "საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. პირველი საჯარო აუქციონი "ბორჯომი ლიკანის“ სასტუმროზე ფონდმა 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ "საპარტნიორო ფონდს“ ელექტრონულ მისამართზე: info@fund.ge