ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში
3 აგვისტოს ბათუმში ადგილობრივი რესტორნების შეფ-მზარეულებისთვის ამერიკული სტეიკის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასს უძღვებოდა ამერიკელი შეფი ფრანჩესკო მანალო, რომელიც ამჟამად თბილისში მდებარე სასტუმრო მონოგრაფს ხელმძღვანელობს.

მასტერკლასი USMEF-ის, TXB-ის, NCBA-ისა და მაღაზია "გასტრონომის" ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ქართველ მზარეულებს შორის აამაღლოს ცნობიერება და ცოდნა ამერიკული ხორცის შესახებ, ასწავლოს მისი სწორად მომზადების ტექნიკა და წესები.

მასტერკლასის მიმდინარეობისას შეფმა ფრანჩესკომ საინტერესოდ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რაც განასხვავებს ამერიკულ ხორცს და რაც ხდის მის გემოვნურ თვისებებს
ასეთ განსაკუთრებულს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუ რა გარემოში იზრდება საქონელი, რამდენად დაბალია სტრესი მის ყოველდღიურობაში, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ხორცის კონსისტენციაზე. როგორც აღმოჩნდა, სტრესულ გარემოში გაზრდილი ძროხის ხორცი მუქი ფერისაა, ხოლო ჰარმონიულ გარემოში გაზრდილი საქონლის ხორცი გამოირჩევა ღია მოვარდისფრო ფერითა და რბილი ტექსტურით.

ამერიკული ხორცის მთავარი
მახასიათებლებია სირბილე და გემო. გამოცდილი ამერიკელი ფერმერების მიერ შემუშავებული საკვები რაციონი მოიცავს ბალახსა და საკვებს, რომელიც შედგება სხვადასხვა მარცვლეულის, თივის, იონჯასა და სიმინდისგან. სწორედ ამგვარი კვება განაპირობებს ხორცის უმაღლეს ხარისხსა და საუკეთესო გემოვნურ თვისებებს.

მარბელინგი - ამერიკული ხორცის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. კუნთის ფენებს შორის ცხიმის თანაბარი გადანაწილება ხორცის მაღალი ხარისხის ნიშანია, რაც მიიღწევა ძროხებისთვის საკვების სწორად შერჩევით.

მასტერკლასის მონაწილეებმა დააგემოვნეს შავი ანგუსისა და ვაგიუს უმაღლესი კატეგორიის სტეიკები და თავად გამოცადეს გემოს ის განსაკუთრებულობა, რაზეც ფრანჩესკო მანალომ ისაუბრა.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები