გამომცემლობა "პალიტრა L- ის" "ლიტერატურული გაჩერება" 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L- ის" "ლიტერატურული გაჩერება" 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა

გამომცემლობა "პალიტრა L", საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა. ბათუმელებს სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება 16 აგვისტოს ჩათვლით ელის.

14 აგვისტოს დაიწყება პროექტ „მაკულიტერატურის“ აქცია (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ეზო, რუსთაველის #53), რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგ-რძელდება და რომლის ფარგლებშიც, მსურველები 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირე-ბულების წიგნზე გადაცვლიან.

ასევე, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც 300-მდე დასახელების წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე, 14 აგვისტოს სასტუმრო "შერატონ ბათუმში" (რუსთაველის #28) გაიმართება პრო-ექტ „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე („საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ტრენერი), ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ბლოგერი) და რევაზ კოპალაძე (Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი). აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიმართება მარკ მენსონის წიგნის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პრეზენტაცია.

ღონისძიების პარტნიორია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. "მაკულიტერატურის" აქცია და გამოფენა-გაყიდვა, სამი დღის განმავლობაში (14, 15 და 16 აგვისტო), საზღვაო აკადემიის ეზოში, 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გასტანს.

„ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პირველი 3000-ცალიანი ტირაჟი გამოცემიდან ერთ თვეში გაქრა წიგნის მაღაზიებიდან. ასეთი სამოტივაციო ჟანრის წიგნი, რომელმაც მკითხველში ძალიან მაღალი ინტერესი დაიმსახურა, ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყის" შემდეგ, მეორე პრეცედენტია საქართველოში“, - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

„ეს წიგნი არის არაორდინალური თავისი შინაარსით. ჩემში ძალიან ბევრი მიმართულება შეცვალა და ბევრ რამეზე ჩამომიყალიბა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. რაღაცნაირი რევოლუციური წიგნია, თუნდაც მის ქვესათაურებს რომ გადავხედოთ. პირველივე გვხვდება, მაგალითად: Do Not Try (არ შეეცადო), რაც იმის ანტიპოდია, რასაც, ხშირად, სხვა წიგნებში ვკითხულობთ“, - დავით ჩიკვაიძე.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/583030182387385/

15 აგვისტოს გაიმართება „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულის თინა-თინ ბერიძის წიგნის „მოპარული სიყვარულის“ პრეზენტაცია. "ბიბლუსი გალერეა", 19:00 სთ. ღონისძიებაზე იქნებიან, ასევე, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულები: ქარდა ქარდუხი და დავით ჩომახიძე, რომელთა წიგნებს მკითხველი ნოემბრიდან იხილავს.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/344940303200824/

16 აგვისტოს კი, 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქციული წიგ-ნის, ფენიქსის პრეზენტაცია, რომელსაც „ლიტერატურულ ექსპერიმენტსაც“ უწოდებენ. ბათუმს ეწვევიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

15 ნაწილისგან შემდგარმა ინტერაქციულმა წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა სა-ზოგადოების დიდი ინტერესი. ამ საინტერესო ლიტერატურულ ექსპერიმენტში მონაწი-ლეობა ოთხმა ავტორმა მიიღო. „ფენიქსის“ ყოველი ნაწილი დამაინტრიგებელ, საკვანძო მომენტში წყდება, სადაც მთავარ გმირებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ყოველ წიგნს კი ორი ალტერნატიული გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირის ამა თუ იმ არჩევა-ნის მიხედვით ვითარდება.

„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი, მწერალი.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2679379325646309/