ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია - კვირის პალიტრა

ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია

gudabooks.ge აუდიოწიგნებისთვის შექმნილი პირველი ვებგვერდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუდამ თან გვქონდეს პირადი აუდიობიბლიოთეკა. აუდიოწიგნები დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, gudabooks.ge-ს ადმინისტრაციაც მუდმივად მუშაობს სიახლეების დამატებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ უკვე შესაძლებელია, მოვუსმინოთ იმ წიგნების აუდიოვერსიებს, რომლებიც მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერია.

გთავაზობთ ბესტსელერი წიგნების სიას, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია:

ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ მსოფლიო კლასიკაა, რომე-ლიც არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. რომანი 1951 წელს გამო-იცა და მაშინვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა კრიტიკას გაუძლო და ის დღემდე, ახალ-გაზრდების და არა მარტო მათი, ერთ-ერთი რჩეული ნაწარმოებია.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ

ეს წიგნი 2012 წლის დეკემბერში TEDxEuston-ზე აფრიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონ-ფერენციაზე ჩიმამანდა ნგოზის სიტყვით გამოსვლის მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელიც ძა-ლიან საინტერესო საკითხავი და მოსასმენია, როგორც TED-ის სხვა კონტენტი.

მარკ მენსონი - ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

„ფეისბუქზე“, „ინსტაგრამზე“ ან სხვა სოციალურ ქსელში ამ წიგნის თანხლებით გადაღებულმა ფოტოსურათებმა ალბათ თქვენი ყურადღება არაერთხელ მიიპყრო, თუმცა დროის დეფიციტის გამო, მისი შეძენა და წაკითხვა ვერ მოახერხეთ.

მისი აუდიოვერსიის მეშვეობით, უკვე შესაძლებელია, სხვადასხვა პირობებში ისწავლოთ, რო-გორ გაუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს და როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სხვადასხვა სირთულის გადალახვის შემდეგ. მარკ მენსონი, რომელიც არც ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია და არც რომელიმე მსოფლიო ბრენდის დამფუძნებელი, გვასწავლის, როგორ მივიღოთ საკუთარი თავი სხვადასხვა შეცდომებითა და ნაკლოვანებებით. ეს სწორედ ის არის, რაც ბევრ ჩვენგანს ძალიან სჭირდება.

თინათინ ბერიძე - მოპარული სიყვარული

თინათინ ბერიძის ეს ნაწარმოები ბესტსელერად იქცა. ის მოგვითხრობს მგრძნობიარე ახალგაზ-რდებზე, რომელთა გზებიც უჩვეულოდ გადაიკვეთა და ერთმა უწყინარმა ხუმრობამ მათი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია დრამატული მოვლენებით და უზომოდ დიდი ემოციით.

წიგნის ავტორი თინათინ ბერიძე კი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურ-სის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულია.

სოფია ამორუზო - როგორ გავხდი GIRLBOSS

ეს არის ერთ-ერთი Girlboss-ის, გამოცდილება, რომელიც თავის ისტორიას გვიზიარებს და გვიყ-ვება, რომ ყველაფერი არაფრიდან შექმნა და სწრაფად მზარდი ბიზნესის აღმასრულებელ დი-რექტორად იქცა. შეიძლება, ეს წიგნი ბევრისთვის ინსპირაციაც გახდეს.

რეიჩელ ჰოლისი - გონს მოეგე, დაო

თუ GIRLBOSS ჯერ არ გამხდარხართ, მაშინ დროა "გონს მოეგოთ" და რეიჩელ ჰოლისის ეს წიგ-ნი წაიკითხოთ, რომელიც სხარტი იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნითაა გაჯერებული. თავის ისტორიას კი ცნობილი ინტერნეტვარსკვლავი გვიამბობს.

რეი ბრედბერი - ბაბუაწვერას ღვინო

"არ მინდა თქმა, რომ ბრედბერი ბავშვობისგან რომანტიკულ მითს არ ქმნის; პირიქით, სწორედ ამას აკეთებს. თავისთავად, ბავშვობა ბევრი ჩვენგანისთვის მითია. გვეჩვენება, რომ გვახსოვს, რაც თავს გადაგვხდენია იმ დროს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. მიზეზი უბრალოა: მაშინ ყველა შერეკილი ვიყავით – ბავშვობაში იბადება მითი“, - სტივენ კინგი.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა

2019 წლის ბესტსელერ წიგნში ამბავი იან კლაინზეა, როლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა...

"შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულის სადებიუტო რომანია, რომელმაც გამოსვლისთანავე მკითხველის დიდი ინტერესი დაიმსახურა.

იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარე-გისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გა-მომიჩნდებათ აპლიკაციაში.