კატარის ავიახაზები შეასრულებს ორ სპეციალურ ავიარეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - კვირის პალიტრა

კატარის ავიახაზები შეასრულებს ორ სპეციალურ ავიარეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

ავიაკომპანიამ თავისი ახალგაზრდა ეკოლოგიურად მდგრადი ხომალდების გამოყენებით მოახერხა უწყვეტი ოპერირება მთელი პანდემიის განმავლობაში და სწრაფად აღადგინა ავიამიმოსვლა მსოფლიოს 85 მიმართულებაზე ყოველკვირეული 650 რეისით

კატარის ავიახაზები გაცნობებთ, რომ 2020 წლის 16 და 30 სექტემბერს შეასრულებს ორ სპეციალურ რეისს თბილისიდან დოჰას მიმართულებით. გლობალური პანდემიისა და შესაბამისი შეზღუდვების გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღემდე რჩება დაკეტილი, თუმცა კატარის ავიახაზები ასრულებს ორ სპეციალურ ავიარეისს მგზავრთა სამშობლოში დასაბრუნებლად. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო აეროპორტად აღიარებული, დოჰას საერთაშორისო აეროპორტის გავლით იმოგზაურონ მსოფლიოს 85-ზე მეტი მიმართულებით, მათ შორის ამერიკის შემდეგ ქალაქებში: ნიუ იორკი, ბოსტონი, ლოს ანჟელესი და ვაშინგტონი.

კატარის ავიახაზების ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ახლო აღმოსავლეთის, ლევანტისა და კავკასიის რეგიონში ბენეტ სტეფანსმა თქვა: "მოხარული ვარ შემოგთავაზოთ ორი სპეციალური რეისი თბილისიდან, რაც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გამოსცადონ მსოფლიოში აღიარებული მომსახურება ბორტზე. ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო აეროპორტად მიჩნეული დოჰას საერთაშორისო აეროპორტის გავლით, მგზავრებს საქართველოდან საშულება აქვთ დაუკავშირდნენ, რეგიონში ყველაზე დიდი სამარშრუტო ქსელის მეშვეობით, მსოფლიოს 85-ზე მეტ მიმართულებას, ყოველკვირეული 650-ზე მეტი რეისით. კატარის ავიახაზები გლობალური პანდემიის დროს გახდა მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო გადამზიდი, რომელმაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი დააბრუნა სახლში და ამით შეიძინა შეუდარებელი გამოცდილება უსაფრთხო მგზავრობაში.

პანდემიის დაწყების მომენტიდან კატარის ავიახაზები მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობებთან, აეროპორტებთან და კერძო კომპანიებთან, რათა უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხოდ და საიმედოდ სახლში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ შეაჩერა ფუნქციონირება კრიზის დროს, კატარის ავიახაზები აგრძელებს ოპერირებას ყველა მიმართულებაზე, სადაც ეს ნებადართული და შესაძლებელია. პანდემიის ყველაზე მწვავე თვეებშიც კი, კატარის ავიახაზების რეისების რაოდენობა არ ჩამოსულა 30 მიმართულებაზე დაბლა და ამით მან უზრუნველყო ხუთივე კონტინენტის უწყვეტი კავშირი.

IATA -ს (საერთაშორისო ავია სატრანსპორტო ასოციაცია) უახლესი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან კატარის ავიახაზები გახდა ყველაზე დიდი საერთაშორისო გადამყვანი, რომელიც სთავაზობს მგზავრებს სახლში დასაბრუნებლად ყველაზე მეტ დამაკავშირებელ რეისს. ამან კი საშუალება მისცა ავიაკომპანიას დაეგროვებინა შეუდარებელი გამოცდილება მგზავრთა უსაფრთხოდ და საიმედოდ გადაყვანაში. ავიაკომპანიამ დანერგა უმკაცრესი უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მოთხოვნები და ზომები, როგორც ხომალდზე, ასევე ჰამადის საერთშორისო აეროპორტშიც.

კატარის ავიახაზების ბორტგამცილებლებისა და მგზავრებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ზომები მოიცავს პირადი დამცავი აღჭურვილობით (PPE) უზრუნველყოფას სალონის ეკიპაჟისთვის და დამატებითი დამცავი ნაკრებითა და ერთჯერადი დამცავი სახის ფარებით უზრუნველყოფას მგზავრებისათვის. ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილი მრავალი ჯილდოს მფლობელი სავარძელი დამატებით აღიჭურვა “არ შემაწუხოთ“ ღილაკით. განახლებული ბიზნეს კლასი Qsuite ხელმისაწვდომია უკვე 30 მიმართულებაზე, მათ შორის გუანჯოუ, კუალა ლუმპური, ლონდონი, პარიზი და ნიუ იორკი. ყველა იმ უსაფრთხოების ზომების და მოხოვენის გასაცნობად, რომლებიც განხორციელდა ბორტზე და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, ეწვიეთ ვებგვერდდს /www.qatarairways.com/safety.

იმისათვის, რომ მგზავრებმა მშვიდად შეადგინონ სამოგზაურო გეგმები, ავიაკომპანიამ განაახლა დაჯავშნის პოლიტიკა და წესები და სთავაზობს თავის მომხმარებელს მოქნილობასა და მეტ არჩევანს; რაც მოიცავს შეუზღუდავი რაოდენოთ თარიღის ცვლილებას, ასევე დანიშნულების ქალაქის შეცვლას იმ პირობით, რომ ახალი ქალაქი არ მდებარეობს 5,000 მილზე შორს თავდაპირველი დანიშნულების ქალაქიდან. ეს მოქნილი პირობები ვრცელდება ბილეთებზე, რომელთა მოგზაურობის პერიოდია 2020 წლის 31 დეკემბერამდე, რის შემდეგაც ძალაში ბრუნდება პირველადი წესები და პირობები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ /www.qatarairways.com/RelyOnUs.

კატარის ავიახაზების სახლი და ბაზა, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, ანხორციელებს უმკაცრეს კონტროლს ტერმინალში სოციალური დისტანცირების თვალსაზრისითაც. მგზავრთა ხელშეხების წერტილები იწმინდება ყოველ 10-15 წუთში, ხოლო ჩასხდომის გასასვლელები და ავტობუსის კარები იწმინდება ყოველი რეისის შემდგომ. გარდა ამისა, სადეზინფექციო ხსნარებით უზრუნველყოფილია საიმიგრაციო და უსაფრთხოების პუნქტები. სულ ახლახანს, SKYTRAX-ის მიერ ორგანიზებულ 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოებაზე ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი 550 აეროპორტებს შორის დასახელდა, როგორც "მსოფლიოს მესამე საუკეთესო აეროპორტი“. ჰამადის აეროპორტი უკვე ხედიხედ მეექვსედ დასახელდა, როგორც "საუკეთესო აეროპორტი ახლო აღმოსალეთში“ და მეხუთედ მიიღო ჯილდო "საუკეთესო მომსახურე პერსონალის გუნდი ახლო აღმოსავლეთში“.

ფრენების განრიგი:

ოთხშაბათი 16 სექტემბერი 2020

თბილისი (TBS) დოჰა (DOH) QR285 გაფრენა: 03:10 ჩაფრენა 05:20

ოთხშაბათი 30 სექტემბერი 2020

თბილისი (TBS) დოჰა (DOH) QR286 გაფრენა: 03:10 ჩაფრენა 05:20

(R)