"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" ყველასთვის - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად
"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" ყველასთვის - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად
"დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია" 7 ტო­მად "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის" ახა­ლი პრო­ექ­ტია.

მას­ში თავ­მოყ­რი­ლია 25 000 გან­მარ­ტე­ბა, 8000 დე­ტა­ლუ­რი ილუსტრა­ცია, ყვე­ლა ტერ­მი­ნი ორ ენა­ზე - ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად.

დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია შე­იქ­მნა იმი­სათ­ვის, რომ თქვენ ად­ვი­ლად იპო­ვოთ სა­ჭი­რო სი­ტყვე­ბი.

რას სფე­რო­ებს მო­ი­ცავს ენ­ციკ­ლო­პე­დია?


მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია 18 თე­მა­დაა და­ყო­ფი­ლი, თი­თო­ე­უ­ლი თავი კი, თა­ვის მხრივ, სპე­ცი­ფი­კურ ქვე­თა­ვე­ბად იყო­ფა.

ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში შემ­დე­გი თე­მე­ბია შე­სუ­ლი:

დე­და­მი­წა, მცე­ნა­რე­ე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი
საკ­ვე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო, ტან­საც­მე­ლი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა
სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რი, არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კა და ინ­ვენ­ტა­რი
კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, ტრან­სპორ­ტი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი
ენერ­გია, მეც­ნი­ე­რე­ბა, ას­ტრო­ნო­მია, ადა­მი­ა­ნი
სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი და თა­მა­შე­ბი
სახ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ვის­თვის არის ენ­ციკ­ლო­პე­დია?


თე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ ის ფას­და­უ­დე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რის­თვის, გა­მო­ად­გე­ბა სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ანს სა­ო­ჯა­ხო თუ სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რის­თვის, სა­ინ­ტე­რე­სოა
მო­ზარ­დე­ბის, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

წიგნს გა­მო­ი­ყე­ნებს დი­ა­სახ­ლი­სი, მე­ურ­ნე, ფერ­მე­რი, ტექ­ნი­კო­სი და ა.შ. ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო, სამ­შე­ნებ­ლო, სა­გა­მომ­ცემ­ლო, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სფე­რო­თი.

რა იყო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის შექ­მნის მი­ზა­ნი?


ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია 30 წელ­ზე მეტ ხანს ით­ვლის. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბამ და დაგ­რო­ვილ­მა ცოდ­ნამ გა­მო­ცე­მა­ში შე­სუ­ლი ათა­სო­ბოთ ტექ­ნი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტერ­მი­ნი­სა და გან­მარ­ტე­ბის ნა­წი­ლი ახ­ლე­ბით შეც­ვა­ლა, ზო­გი­ერ­თის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ი­ზარ­და. გა­მო­ცე­მა მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა, მაგ­რამ უც­ვლე­ლი რჩე­ბა მი­ზა­ნი:

მას­ში თავ­მოყ­რილ­მა ტერ­მი­ნებ­მა უნდა ასა­ხონ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო იმ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სფე­რო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ქმნი­ან.

თი­თო­ე­ულ ტერ­მინს ახ­ლავს ინ­გლი­სუ­რი შე­სა­ტყვი­სი, რაც ამ გა­მო­ცე­მას სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბულ პრაქ­ტი­კულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას სძენს.

რო­გორ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი წიგ­ნი?

კი­დევ ერთი ორი­გი­ნა­ლუ­რი ელე­მენ­ტი დი­ზა­ი­ნია - ფო­ტოგ­რა­ფი­ის ნაც­ვლად ილუსტრა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა ნა­ხა­ტის უნარ­მა, უკეთ გა­მოკ­ვე­თოს ამა თუ იმ ობი­ექ­ტის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბი, მო­ა­შო­როს ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე­ო­რე­უ­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლოა. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და უფრო ნა­თე­ლია. ეს კი მკი­თხველს საგ­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის უკეთ აღ­ქმა­ში ეხ­მა­რე­ბა.

სა­ი­დან გაჩ­ნდა წიგ­ნის შექ­მნის იდეა?


"დიდ ვი­ზუ­ა­ლურ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ზე" მუ­შა­ო­ბა 30 წლის წინ პა­რიზ­ში და­ი­წყო რე­დაქ­ტორ ჟაკ ფორ­ტი­ნი­სა და ლინგვისტ ჟან-კლოდ კორ­ბე­ის შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რით. სწო­რედ მათ შეკ­რი­ბეს ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ლინგვის­ტე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, მე­თო­დის­ტე­ბი, მთარ­გმნე­ლე­ბი და ილუსტრა­ტო­რე­ბი თა­ვი­ან­თი სრუ­ლი­ად ახა­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

წიგ­ნი მა­ლე­ვე გა­მო­ი­ცა, მას შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­ნახ­ლდა და ახა­ლი ტერ­მი­ნე­ბი­თა და ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­ივ­სო. ის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ცა სხვა­დას­ხვა ენა­ზე. ამ­ჯე­რად, ქარ­თულ ენა­ზე ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ბოლო რე­დაქ­ცია გა­მო­ი­ცე­მა. ის შევ­სე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით ორ ენა­ზე, ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად.

მსოფ­ლი­ო­ში "დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის" 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი, ნა­თარ­გმნია 40 ენა­ზე და აღი­ა­რე­ბუ­ლი ბესტსე­ლე­რია.

რო­გორ არის გან­სა­ზღვრე­ბე­ბი შე­ტა­ნი­ლი?

ტერ­მი­ნე­ბი იერ­არ­ქი­უ­ლი პრინ­ცი­პით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი: თემა, ქვე­თე­მა, სა­თა­უ­რი, ქვე­სა­თა­უ­რი, ილუსტრა­ცია, ტერ­მი­ნო­ლო­გია. მა­გა­ლი­თად, გან­მარ­ტე­ბა ტერ­მი­ნი­სა "ცხო­ვე­ლე­ბი" ეკუთ­ვნის თავ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ ყვე­ლა ცხო­ველს, ხოლო ტერ­მინ "ქვე­წარ­მავ­ლის" გან­მარ­ტე­ბა არ მე­ორ­დე­ბა ყო­ვე­ლი ქვე­წარ­მავ­ლის გან­ხილ­ვი­სას, არა­მედ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მა­ხა­სი­ა­თე­ბელს (გველს გრძე­ლი ცი­ლინ­დრუ­ლი კორ­პუ­სი აქვს, კუ ბა­ქანს ატა­რებს და ა.შ.). ილუსტრა­ცი­ე­ბი და გან­მარ­ტე­ბე­ბი ავ­სებს ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ სი­ტყვი­ე­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი აღარ იმე­ო­რებს იმას, რაც ილუსტრა­ცი­ა­ზე ჩანს.

გა­მო­ცე­მა 7 ტო­მად გა­მო­ვა და გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ში" გან­მარ­ტა­ვენ, ამ გზით ენ­ციკ­ლო­პე­დია მკი­თხვე­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 10.00 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თა­და 11.50.

პირ­ვე­ლი ტომი "დე­და­მი­წა, მცე­ნა­რე­ე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი" გა­მო­ვა 5 ოქ­ტომ­ბერს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები