ჟურნალ "გზასთან" ერთად, სერიის "ომებსა და ადამიანებზე" პირველი წიგნი "შინდლერის სია" გამოვიდა - კვირის პალიტრა

ჟურნალ "გზასთან" ერთად, სერიის "ომებსა და ადამიანებზე" პირველი წიგნი "შინდლერის სია" გამოვიდა

1-ელი ოქტომბრიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, გამოვიდა ახალი სერიის "ომებსა და ადამიანებზე" პირველი წიგნი "შინდლერის სია". წიგნი ჟურნალთან ერთად, სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი.

თომას კენილის "შინდლერის სია" 8.00 ლარად გაიყიდება, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

ომისდროინდელი, ომგამოვლილი ადამიანის მიმართ ინტერესი არ წყდება. რაც დრო გადის, სხვანაირად ვუღრმავდებით მათ ისტორიებს. სწორედ ლიტერატურაა მათთვის საუკუნო სიცოცხლის შთაბერვის შესაძლებლობა, ისე-ვე როგორც ეს გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის შემთხვევაში მოხ-და.

ოსკარ შინდლერმა საკუთარი სისოცხლის ფასად, გაზის კამერებისგან იხსნა 1300 ებრაელი და წუხდა, რომ მეტის გადარჩენა ვერ შეძლო. ავსტრალიელმა მწერალმა თომას კენილიმ მისი სახელი მკითხველთა და კრიტიკოსთა მიერ აღიარებული რომანის "შინდლერის სიით“ უკვდავყო. ამავე რომანის მიხედ-ვით ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებულმა ფილმმა კი შინდლერის სახელი და ჰუმანური აქტი მსოფლიოს გააცნო.

თომას კენილის "შინდლერის სია“ გამოსვლის შემდეგ, არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით მკითხველმა გაიცნო, თუმცა ათობით წელია, პოპულარული ლიტერატურული ნაწარმოებების სიაშია და მის მიმართ ინტე-რესი ისევ არ ცხრება.

გამომცემლობა "პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, ახალი სერია - "ომებსა და ადამიანებზე“ სწორედ ამ ნაწარმოებით დაიწყოს. პროექტი ომის თემატიკაზე, ომის ეპოქასთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აერთიანებს, რო-მელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და რომელიც მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და საიუბილეო წელს ახალი პროექტებით ხვდება: "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია", "ომებსა და ადამიანებზე", "ქართველები მსოფლიო ისტორიაში". გამომცემლობა აგრძელებს ლიტერატურულ თავგადასავალს და განაგრძობს სხვდასხვა ასაკისა თუ ინტერესის მკითხველისათვის ხელმისაწვდომი და საინტერესო გამოცემების შეთავაზებას.

იხილეთ ვიდეო