"ასპრია“ სტუდენტებისთვის - #აქციევარჯიშიცხოვრებისწესად - კვირის პალიტრა

"ასპრია“ სტუდენტებისთვის - #აქციევარჯიშიცხოვრებისწესად

ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ასაკში მნიშვნელოვანი და ყველაზე უფრო სასარგებლო რამაა, რასაც შეიძლება ადამიანი გაჰყვეს, თუმცა აქაც, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, არსებობს ასაკობრივი კატეგორია, რომელსაც ჯანმრთელი გარემო განსაკუთრებით სჭირდება - ესენი ახალგაზრდები არიან.

ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებმა არაერთი საფუძვლიანი კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, თუ რა გავლენა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და რეგულარულ ფიტნესაქტივობებს ადამიანის და განსაკუთრებით, ახალგაზრდის არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ, არამედ მენტალურ-ემოციურ მდგომარეობაზე. ვარჯიშისას ფიზიკური აქტივობის გარკვეულ დონეზე იზრდებოდა სეროტონინის, ე.წ. ბედნიერების ჰორმონის გამოყოფა, რაც კვლევის ყველა მონაწილეს შფოთისა და დეპრესიისგან ათავისუფლებდა.

ფსიქოლოგები ფიტნესის დადებით გავლენაზე საუბრისას 5 ძირითადად ასპექტს გამოჰყოფენ, რომელიც ფიტნესით დაკავებული ადამიანის ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს:

• გვეხმარება დეპრესიისა და შფოთვის გადალახვაში;

• აქვეითებს და ხსნის სტრესს;

• ზრდის თვითშეფასებასა და თვითრწმენას;

• აუმჯობესებს ძილის ხარისხს;

• ხელს უწყობს ტვინის უკეთ მუშაობას.

გარდა ამისა, ფიტნესი ფოკუსირებაში და რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთების უნარის გამომუშავებაში გვეხმარება. ფსიქოლოგების განმარტებით, ის უებარი საშუალებაა განწყობის გასაუმჯობესებლად და არსებული დეპრესიის არათუ დაძლევის, არამედ სამომავლო პრევენციისთვის. აქტიური ვარჯიში საკუთარი თავის გაკონტროლებაშიც მნიშვნელოვნად გვეხმარება, მეტიც, მას ტვინის დაზიანებული ქსოვილების აღდგენა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ჯანსაღი კვების აუცილებელი კომპონენტის წყალობით, თან ახლავს ჭარბი წონის კლება, რაც დღევანდელობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შედეგი, რომელსაც ფიტნესით დაკავებული ადამიანი იღებს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავად ვარჯიშის პროცესზე არანაკლებ სასარგებლო და მასტიმულირებელია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიშს მსუბუქი და ზომიერი დეპრესიის მკურნალობა იმაზე ეფექტურად შეუძლია, ვიდრე ანტიდეპრესანტულ მედიკამენტებს - რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენების გარეშე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში.

სწორედ ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებაა ფიტნესქსელ "ასპრიას“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი. როგორც "ასპრიას“ გენერალური დირექტორი ოთარ თავყელიშვილი აცხადებს, კომპანია პერმანენტულად ზრუნავს ახალგაზრდების ფიტნესით დაინტერესებაზე. მისივე თქმით, ვარჯიშის დასაწყებად და ოპტიმალური შედეგის მისაღებად ეს იდეალური ასაკია.

"18 წელს ზემოთ ადამიანის სხეული უკვე ჩამოყალიბებულია და მისი აქტიური დატვირთვა შესაძლებელია. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ და იმ ენერგიის ყველაზე სწორი მიმართულებით დახარჯვაში დავეხმაროთ, რომელიც ამ ასაკს თან ახლავს. ვცდილობთ, უფრო და უფრო მეტ მათგანს გავაგებინოთ, თუ რამდენ რამეს ცვლის ფიტნესი უკეთესობისკენ და რამდენად მეტ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს.

შესაბამისად, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნესკომპლექსი "ასპრია“, რომლის მიზანიც ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი გარემოს დამკვიდრების ხელშეწყობა და პოლუპარიზაციაა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებს "სტუდენტურ აბონემენტს“ მათთვის დაწესებული სპეციალური ფასით სთავაზობს. კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი ე. წ ულიმიტო აბონემენტი, რომლით სარგებლობაც მომხმარებელს "ასპრიას“ ბაზაზე არსებულ ყველა ფილიალში დღის ნებისმიერ დროს შეუძლია, სტუდენტებისთვის, 85 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ახალგაზრდებს მის შესაძენად მხოლოდ სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა დასჭირდებათ.“ - აღნიშანვს ოთარ თავყელიშვილი და კომპანიის სახელით, ახალგაზრდებს სამომავლოდ ბევრ საინტერესო შეთავაზებას ჰპირდება.