აჭარის ეროვნული პარკები
აჭარის ეროვნული პარკები
როცა ზა­ფხუ­ლი მთავ­რდე­ბა, მზის მცხუნ­ვა­რე­ბა ცხრე­ბა და სა­ღა­მო­ო­ბით თბი­ლი შარ­ფიც გვსი­ა­მოვ­ნებს, გვგო­ნია, რომ შინ ჯდო­მის დრო დგე­ბა და მო­მა­ვალ ზა­ფხუ­ლამ­დე შორს ვე­ღარ­სად წა­ვალთ მთა-ვე­ლე­ბის მო­სავ­ლე­ლად. ასე სუ­ლაც არ არის. მე­ტიც, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მოდ­გო­მა­ზე უფრო აქ­ტი­უ­რად ცხოვ­რო­ბენ და ზა­ფხუ­ლის ხვატ­ში სუ­ლაც არ სი­ა­მოვ­ნებთ ლაშ­ქრო­ბა.

თუ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში ხართ, მა­შინ შე­მოდ­გო­მა ეროვ­ნულ პარ­კებ­ში ჯერ სა­კუ­თა­რი თვა­ლით თუ არა, ფო­ტო­ებ­ზე მა­ინც გექ­ნე­ბათ ნა­ნა­ხი: ფე­რა­დი ტყე­ე­ბით, წყა­ლუხ­ვი ჩანჩქე­რე­ბით, ნა­კა­დუ­ლებ­ზე გა­დე­ბუ­ლი ბეწ­ვის ხი­დე­ბით
და ხავ­სმო­დე­ბუ­ლი ლო­დე­ბით. სა­ნამ ოქ­ტომ­ბრის გრი­ლი დღე­ე­ბი დგას და ჯერ კი­დევ არ აცი­ვე­ბუ­ლა, შე­გიძ­ლი­ათ ფო­ტო­ებ­ზე ნა­ნახ სი­ნამ­დვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნდეთ. ამის­თვის მხო­ლოდ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ზურგჩან­თა, მა­გარ­ძი­რი­ა­ნი, გამ­ძლე ფეხ­საც­მე­ლი და კა­რა­ვი გჭირ­დე­ბათ. თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი თქვენ­თვის მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია ღა­მის გა­სა­თე­ვად, შე­გიძ­ლი­ათ ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბის თავ­შე­საფ­რებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში ან ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის
სა­ო­ჯა­ხო სახ­ლებ­ში დარ­ჩეთ. ასე არამ­ხო­ლოდ შე­მოდ­გო­მის ტყე­ე­ბით დატ­კბე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ყოფა-ცხოვ­რე­ბა­საც ახ­ლო­დან ნა­ხავთ.

საით წა­ვი­დეთ?

მტი­რა­ლა

მტი­რა­ლას ნაკ­რძა­ლით და­ვი­წყოთ. ეს ბა­თუმ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლომ­დე­ბა­რე ეროვ­ნუ­ლი პარ­კია. მტი­რა­ლას მთა შავი ზღვის ტე­ნი­ან ჰა­ერს აკა­ვებს და ყვე­ლა­ზე უხვნა­ლე­ქი­ა­ნი ად­გი­ლია მთელ აჭა­რა­ში. სა­ხელ­წო­დე­ბა – "მტი­რა­ლა" სწო­რედ უხვნა­ლე­ქი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მტი­რა­ლას და­ლაშ­ქვრი­სას მა­რადმწვა­ნე შქე­რის ბუჩ­ქე­ბის ტყეს, კოლ­ხურ და შე­რე­ულ ტყე­ებს, წიფლნარს და ცა­ცხვნარს გა­ივ­ლით. შე­მოდ­გო­მა­ზე მტი­რა­ლას პარკში წაბ­ლი მწიფს.

მტი­რა­ლას ტყე/ფოტო: მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან.

გა­გი­თე­ვი­ათ მთე­ლი დღის ლაშ­ქრო­ბის ბო­ლოს ხის ტუ­რის­ტულ ქოხ­ში ან კა­რავ­ში? ეს მის­ტი­უ­რი ღა­მე­ე­ბია. კარ­ვის წინ დან­თე­ბუ­ლი კო­ცო­ნით, შო­რი­დან მო­სუ­ლი, ბუს ხმის ექო­ე­ბით, იქვე შეგ­რო­ვი­ლი, ნაკ­ვერ­ჩხლებ­ზე მოტ­კა­ცუ­ნე შემ­წვა­რი წაბ­ლის სურ­ნე­ლით და კო­ცო­ნის ირ­გვლივ შენი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბით, რომ­ლებ­მაც შენ­სა­ვით იცი­ან, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი და დამ­ღლე­ლია ცხოვ­რე­ბა ბარ­ში, მაგ­რამ ხან­და­ხან თუ ერ­თად გა­იქ­ცე­ვით მთა­ში, ყვე­ლა­ფე­რი ოდ­ნავ მა­ინც შემ­სუ­ბუქ­დე­ბა.

მტი­რა­ლას ტყე/ფოტო: მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვე­დი­დან.

მა­ჭა­ხე­ლას ნაკ­რძა­ლი

ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სტა­ტუ­სი მა­ჭა­ხე­ლას 2012 წელს მი­ე­ნი­ჭა. აქ ბუ­ნე­ბა ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი და უნი­კა­ლუ­რია. შეხ­ვდე­ბით მრა­ვალ­წლო­ვა­ნი უთხო­ვა­რის ხე­ებს, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი, კოლ­ხუ­რი ბზის კო­რო­მებს და სა­ერ­თო­დაც, ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი გა­უ­ვა­ლი, უღ­რა­ნი ტყე­ე­ბი­თა და ბუჩ­ქნა­რი­თაა და­ფა­რუ­ლი.

მა­ჭა­ხე­ლას ეროვ­ნულ პარკში აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი მა­ი­სი­დან ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ბი­ლი­კი გა­ი­ა­როთ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მხა­რეს მი­ე­მარ­თე­ბა. მა­ჭა­ხე­ლას ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრში შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­გილ­ზე­ვე კარ­ვე­ბის, ზურგჩან­თის, სა­ძი­ლე ტომ­რე­ბი­სა და ლაშ­ქრო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­ქი­რა­ვე­ბა.

ნაკ­რძალ­თან ახ­ლო­საა სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის მქო­ნე სო­ფე­ლი მა­ჭა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი. სოფ­ლის ნა­წი­ლი თურ­ქეთს ეკუთ­ვნის, ნა­წი­ლი კი – სა­ქარ­თვე­ლოს. თუ მა­ჭა­ხე­ლა­ში რო­მე­ლი­მე შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე მცხოვ­რებს ეს­ტუმ­რე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გარ­თმე­ვენ ყა­ვას აი­ვან­ზე, მო­გაწ­ვდი­ან ჭოგ­რიტს, გა­გა­ხე­დე­ბენ თურ­ქე­თის მხა­რეს და მო­გიყ­ვე­ბი­ან ნა­თე­სა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ზე დიდი ხნის წინ აღ­მოჩ­ნდნენ შორს და სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი ტბი­ყე­ლის ბი­ლი­კი­დან/ფოტო: კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან.

მდი­ნა­რე კინ­ტრი­შის ხე­ო­ბა თვალ­წარმ­ტა­ცი ბუ­ნე­ბით მოგ­ხიბ­ლავთ. წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, ტბა ტბი­ყე­ლი, თა­მა­რის თა­ღო­ვა­ნი ხიდი და უძ­ვე­ლე­სი ღვი­ნის მა­რა­ნი – ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, რაც კინ­ტრი­შის პარკში შე­გიძ­ლი­ათ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ.

ტბა ტბი­ყე­ლი/ფოტო: კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან.

აქ ორი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კია: ერთი მარ­ტი­ვი და ად­ვი­ლად გა­სავ­ლე­ლი, რა­საც 1 დღე­შიც დაძ­ლევთ, მე­ო­რე 2-3-დღი­ა­ნი და შე­და­რე­ბით რთუ­ლი. ნაკ­რძალ­ში, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ათა­რი­ღე­ბენ, და­ახ­ლო­ე­ბით 2500 წლის უთხო­ვა­რის ხე­ე­ბია.

ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მდე­ბა­რე ბი­ლი­კებ­ზე გზა­დაგ­ზა სა­პიკ­ნი­კე და სა­კარ­ვე ად­გი­ლებს ხვდე­ბით. ბი­ლი­კე­ბის გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ფე­ხით, ასე­ვე ცხე­ნით.

ქო­ბუ­ლე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

აქ შე­გიძ­ლი­ათ ის­პა­ნის ჭა­ო­ბი ნა­ხოთ, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ჭარ­ბტე­ნი­ა­ნი ად­გი­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მას რამსრის კონ­ვენ­ცია იცავს. შე­გიძ­ლი­ათ უიშ­ვი­ა­თე­სი თეთ­რი ხავ­სის, სფაგ­ნუ­მის მინ­დორ­ზე გა­ი­ა­როთ, მწე­რი­ჭა­მია მცე­ნა­რე დრო­ზე­რას და სა­მე­ფო გვიმ­რებს და­აკ­ვირ­დეთ, მერე კი ჭოგ­რი­ტით გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებს უთ­ვალ­თვა­ლოთ შე­მოდ­გო­მის ჯერ კი­დევ მშრალ და უნა­ლე­ქო დღე­ებ­ში. ქო­ბუ­ლე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ასეთ მშრალ და მზი­ან დღე­ებ­შია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კია. სა­მი­ვეს გავ­ლა ერთ დღე­ში შე­იძ­ლე­ბა. ასე რომ თუ ბა­თუმ­ში ხართ, ბევ­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია შე­მოდ­გო­მა­ზე მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. თუ კარ­გად და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ სა­ნამ და­ზამ­თრდე­ბა, უამ­რა­ვი რა­მაა, რაც ჯერ არ გი­ნა­ხავთ და აუ­ცი­ლებ­ლად შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა ნა­ხოთ.

ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე / ფოტო: ქო­ბუ­ლე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან.

(R)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები