"თეგეტა მოტორსი“ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონს გამართავს - კვირის პალიტრა

"თეგეტა მოტორსი“ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონს გამართავს

15 ოქტომბერს "თეგეტა მოტორსი“ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონს გამართავს. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს "თეგეტას ციფრულ ტრანსფორმაციას, მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას და მოწინავე ტექნოლოგიების საქმიანობაში დანერგვის პროცესს. ჰაკათონის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები "თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდებიან.

ჰაკათონი ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება იქნება. სტუდენტებს საშუალება ექნებათ წინასწარ მოცემული კიბერსავარჯიშოები ამოხსნან და შემდგომში "თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდნენ.

"თეგეტა მოტორსი“ ლიდერია ავტოინდუსტრიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ "თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას,“ - აცხადებენ "თეგეტა მოტორსში“

ჰაკათონის ორგანიზებას "თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.