"ბიბლუსში" წიგნების მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე მიიღე საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი" - კვირის პალიტრა

"ბიბლუსში" წიგნების მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე მიიღე საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი"

15-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, "ბიბლუსის" ყველა ფილიალში იმოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" წიგნების მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე მკითხველი საჩუქრად მიიღებს "ვეფხისტყაოსანს".

"31 ოქტომბერი გამომცემლობა "პალიტრა L-ის" დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ, 15 წლის იუბილე მკითხველთან ერთად აღვნიშნოთ და მთელი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სიურპრიზი შევთავაზოთ მათ. დავიწყეთ აქციით "1+1", რომლის ფარგლებშიც, სერიებიდან "იკითხე ქართული", "ლურჯი ოკეანე", "ტოპ ტრილერი", "დისნეი" 15-ლარიან შენაძენზე მკითხველი მეორე 15-ლარიან წიგნს იმავე სერიებიდან საჩუქრად იღებდა. ამჯერად, მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე საჩუქრად ვთავაზობთ ქართული ლიტერატურის მთავარ წიგნს - "ვეფხისტყაოსანს", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალირტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

მომდევნო აქციებისა და მკითხველისათვის სასიამოვნო სიახლეების შესახებ, ინფორმაცია განთავსდება გამომცემლობის "ფეისბუქ" გვერდზე.