"ტოიოტა ცენტრი თბილისი" მომხმარებელს უახლეს Toyota Highlander-ს სთავაზობს - კვირის პალიტრა

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" მომხმარებელს უახლეს Toyota Highlander-ს სთავაზობს

Toyota-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში ერთგულ მომხმარებელსა და ტოიოტას მოყვარულებს 2020 წლის ამ საუკეთესო და მძლავრი კროსოვერის ტესტ-დრაივზე ცენტრში იწვევს, - ინფორმაციას ამის შესახებ "ტოიოტა ცენტრი თბილისი" ავრცელებს.

ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, "ტოიოტა ცენტრ თბილისის" შოურუმში წარმოდგენილი უახლესი Toyota Highlander-ის დათვალიერება და წინასწარი ჩაწერით ტესტ-დრაივის გავლა ნებისმიერ მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

როგორც "ტოიოტა ცენტრ თბილისის" გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ნინო გაგუა აღნიშნავს, დახვეწილი დიზაინი, გამორჩეული ტევადობა, V6 ბენზინის ძრავა და AWD სისტემის კომბინაცია, ასევე, უახლესი უსაფრთხოების სისტემები Toyota Highlander-ის 2020 წლის მოდელის სრულყოფილებას უსვამს ხაზს და ამ კროსოვერს მთელი ოჯახისთვის მაქსიმალურად საიმედოს და კომფორტულს ხდის. ეს მახასიათებლები თოყოტა-ს ახალი, TNGA (New Global Architecture) პლატფორმისა და უახლესი აქტიური უსაფრთხოების სისტემის დამსახურებაა.

"ნებისმიერი ავტომოყვარული მალევე დარწმუნდება, თუ რამდენად მძლავრი, კომფორტული და საიმედოა 2020 წლის Toyota Highlander-ი, რომელსაც უსაფრთხოების არაერთი დამატებითი ფუნქცია გააჩნია. Highlander-ის ავტომატური დამუხრუჭების სისტემის წყალობით, დაბრკოლების აღმოჩენისას, სისტემა თვითონ ამცირებს ძრავის სიმძლავრეს და საჭიროების შემთხვევაში, დამუხრუჭების ფუნქციასაც იყენებს. ამ კროსოვერის უსაფრთხოების სისტემა ისეთი ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომელიც მუდმივად აფრთხილებს მძღოლს და აუცილებლობისას, დამატებით რთავს მუხრუჭების კონტროლის სისტემას, რითაც შესაძლო შეჯახების თავიდან არიდება ხდება. უსაფრთხოების უახლესი აქტიური სისტემები (თშშ 2.5) ტოიოტამ იმ მიზნით შექმნა, რომ მინიმუმამდე დაეყვანა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკები. Highlander-ი განსაკუთრებული კროსოვერია, ძალიან პრაქტიკული და ყოველდღიურობაზე მორგებული. ის საუკეთესო ავტომობილი იქნება თანამედროვე ოჯახისთვის. ყურადღებას იპყრობს მისი ექსტერიერი; აქვს დახვეწილი ერგონომიული ინტერიერი, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალებითაა შესრულებული. შეუძლებელია, არ მოგეწონოთ მისი სალონი და სავარძლების გამორჩეული ფორმა, ხელსაწყოთა პანელი, რომელშიც ჩაშენებულია მრავალფუნქციური სენსორული 8-დუიმიანი მონიტორი, რომელიც მგზავრობას გაცილებით სახალისოს ხდის. მონიტორს უერთდება iPhone ან Android სმარტფონი, სტანდარტული Apple CarPlay-ის ან Android Auto-ს გამოყენებით", - აღნიშნავს ნინო გაგუა

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, Toyota Highlander-ი ბევრად უხმაუროდ და რბილად გადაადგილდება. ოთხივე ამძრავი თვლის სისტემა (AWD) და ბრუნის მომენტის დინამიკური ვექტორიზაცია შესაძლებელს ხდის, დარეგულირდეს რეაგირების სისხარტე, ხოლო სიმძლავრე სწორედ იმ თვლებზე გადანაწილდეს, რომელიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.

"არ აქვს მნიშვნელობა, უახლესი Highlander-ით სად იმოგზაურებთ - ქალაქში თუ ქალაქგარეთ, გზატკეცილზე თუ ოფროუდზე, მძღოლის კომფორტი არასოდეს დაირღვევა. უახლესი Highlander-ი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისათვის. უკვე შესაძლებელია ჩაეწეროთ ტესტ-დრაივზე "ტოიოტა ცენტრ თბილისში" და თავად გამოსცადოთ ახალი Highlander-ი, შეაფასოთ, როგორც მისი ექსტერიერ-ინტერიერი, ასევე, მისი ტექნიკური შესაძლებლობები", - განმარტავს ნინო გაგუა.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც უახლესი Toyota Highlander-ის ტესტ-დრაივის გავლა სურს, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com

(R)