"წიგნის ქურდი“ - ტრაგედიითა და ჰუმანურობით აღსავსე პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრება
20-10-2020
"წიგნის ქურდი“ - ტრაგედიითა და ჰუმანურობით აღსავსე პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრება
ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის რე­ჟი­მის შთა­გო­ნე­ბით შექ­მნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს და­უნ­დობ­ლო­ბა, სი­სას­ტი­კე და სიკ­ვდი­ლი აერ­თი­ა­ნებს, მაგ­რამ ყვე­ლა გმი­რის ის­ტო­რია გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ტრა­გი­კუ­ლი და არა­ვის მსგავ­სია.

სა­ნამ მათ წა­კი­თხვას და­ვი­წყებთ, წი­ნას­წარ ვი­ცით, რომ აქ დაგ­ვხვდე­ბა ესე­სი, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბი, გა­ზის კა­მე­რე­ბი, სის­ხლი და ომი, მაგ­რამ მა­ინც გვა­ინ­ტე­რე­სებს, სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნის სი­სას­ტი­კე და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა? ან­გა­რე­ბა და ჩაგ­ვრის სურ­ვი­ლი? ამ ყვე­ლა­ფერს შეჩ­ვე­უ­ლებს კი გულ­ზე მა­ლა­მო­სა­ვით გვე­დე­ბა ოს­კარ შინდლე­რის ჰუ­მა­ნუ­რო­ბა, გერ­მა­ნე­ლი და ზო­ლი­ან პი­ჟა­მა­ში შე­მო­სი­ლი ებ­რა­ე­ლი
ბი­ჭუ­ნე­ბის მე­გობ­რო­ბა, ლი­ზე­ლის დე­დო­ბილ-მა­მო­ბი­ლის მიერ ებ­რა­ე­ლი ბი­ჭის შე­ფა­რე­ბა...

ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ზოგი ის­ტო­რია გა­მო­გო­ნი­ლია, ზოგი რე­ა­ლუ­რი, თუმ­ცა ყვე­ლა სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კას ასა­ხავს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L”-მა გა­და­წყვი­ტა, ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­დან, ომის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ერთ პრო­ექ­ტში გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა.

სე­რია "ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ თო­მას კე­ნი­ლის "შინდლე­რის სიით“ და­ი­წყო და მარ­კუს
ზუ­ზა­კის "წიგ­ნის ქურ­დით“ გრძელ­დე­ბა. წიგ­ნი ჟურ­ნალ "გზას­თან“ ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 29 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ვა. ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან, თუმ­ცა რეპ­რე­სი­ე­ბი, მკაც­რი კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც მათ მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია.

"წიგ­ნის ქურ­დის“ მთა­ვა­რი გმი­რი ცხრა წლის გო­გო­ნა ლი­ზე­ლია, რო­მე­ლიც 1939 წლის გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. ეს ის დროა, როცა სიკ­ვდი­ლი სახ­ლი­დან სახ­ლში და ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში მო­უ­რი­დებ­ლად დაჰ­ქ­რის და საქ­მე სულ უფრო და უფრო ემა­ტე­ბა.

ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს, რად­გან მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. რო­გორც ლი­ზე­ლის, ისე ყვე­ლა მე­ზობ­ლის სახ­ლში შიში, უი­მე­დო­ბა და შიმ­ში­ლი ჩა­ბუ­დე­ბუ­ლა და არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს. ლი­ზე­ლი შემ­თხვე­ვით გახ­დე­ბა წიგ­ნის ქურ­დი. ის სულ უფრო და უფრო მეტს კი­თხუ­ლობს, ბო­ლოს კი თა­ვად იწყებს წე­რას. პა­ტა­რა, ნაც­რის­ფე­რი ქუ­ჩი­დან სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობს. ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ძი­მებს ებ­რა­ე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც მათ სარ­დაფ­ში და­მა­ლეს და ესე­სის ოფიც­რე­ბის მკაც­რი შე­მოწ­მე­ბა. ერთ დღეს კი ჰი­მელ-სტრიტს და­ბომ­ბა­ვენ...

წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია ქა­ლა­ქის მე­რის ოჯა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც პა­ტა­რა ლი­ზე­ლის მი­მართ, აღ­წე­რი­ლია, 1939 წელს რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ გერ­მა­ნი­ა­ში, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ ნა­ცის­ტე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს.

მწე­რალ­მა მარ­კუს ზუ­ზაკ­მა იმ ის­ტო­რი­ა­თა ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც წიგნ­შია აღ­წე­რი­ლი, მშობ­ლე­ბის­გან მო­ის­მი­ნა. ისი­ნი მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობ­დნენ და თა­ვი­ან­თი თვა­ლით ხე­დავ­დნენ, რო­გორ მიჰ­ყავ­დათ გერ­მა­ნე­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში. სწო­რედ მშობ­ლე­ბის მო­ნა­თხრობ­მა მო­ახ­დი­ნა მწე­რალ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა.

2013 წელს გა­მო­ვი­და ბრა­ი­ან პერ­სი­ვა­ლის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი - "წიგ­ნის ქურ­დი“, რო­მე­ლიც დღე­საც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. რო­გორც წესი, ფილ­მის და­სას­რუ­ლი მა­ყუ­რე­ბელს თვალ­ცრემ­ლი­ანს ტო­ვებს-ხოლ­მე.

ასე­თი­ვე სიმძრაფ­რი­თაა აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­შიც, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე "პა­ლიტ­რა L”-მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ უკვე გა­მოს­ცა, თუმ­ცა პრო­ექ­ტის "ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ ფარ­გლებ­ში, "წიგ­ნის ქურ­დის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მა უკვე მომ­ზად­და და დღის სი­ნათ­ლეს მალე იხი­ლავს.

უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მნი­ლი წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად, ჟურ­ნალ "გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა და მკი­თხვე­ლი მას სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 8 ლა­რად, ჟურ­ნალ­თან ერ­თად კი 10 ლა­რად შე­ი­ძენს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები