"საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 10 000 სამედიცინო პირბადე გადასცა
"საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 10 000 სამედიცინო პირბადე გადასცა
"საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციას განაგრძობს. როგორც "საპარტნიორო ფონდიდან“ გვაცნობეს, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, "საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო პირბადეები "Faceguard“-ი და ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი პირბადეები გადასცა.

"საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის მხარდაჭერით შექმნილი პირბადეების საწარმო "ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა, დავით მიმინოშვილმა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლომონ ფუტკარაძეს პირბადეები პირადად გადასცეს. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრო.

"ამჟამად სამედიცინო სექტორისთვის რთული პერიოდია და "საპარტნიორო ფონდი“ აგრძელებს აქციას, რომლის ფარგლებში ჩვენ გადავცემთ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირბადეებს იმ კლინიკებს, სადაც კოვიდ პაციენტები არიან. სამშრიან სამედიცინო პირბადეებს სახელწოდებით "Faceguard“-ი, "საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით, ქართული კომპანია აწარმოებს. გარდა აჭარისა, ჩვენ
მსგავსი აქციით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ სამედიცინო სექტორს. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც სამედიცინო სფეროში დღეს თავდადებულად შრომობს და მაქსიმალურს აკეთებს ამ ურთულეს პერიოდში“, - განცხადა დავით საგანელიძემ.

"საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმო უნიკალურია საქართველოში, რომელიც სპეციალურ სამშრიან პირბადეებს ე.წ. "Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით აწარმოებს და 99%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს.

"ჩვენი წარმოება "საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების პირველივე პერიოდიდან დაიწყო. ჩვენი პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან იქმნება. დღეს ბაზარზე არსებობს ერთშრიანი, ორშრიანი და სხვადასხვა ტიპის ისეთი პირბადეები, რომლებიც დაცვის მინიმალურ დონესაც არ უზრუნველჰყოფს. ხოლო ვინაიდან პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხარისხი იძენს, ვირუსისგან 99.7%-იან დაცვას სწორედ ჩვენი პირბადეების შუა შრე განაპირობებს. მოხარული ვარ, რომ ამ პროდუქციით სარგებლობას დღეიდან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც შეძლებს,“ განაცხადა "ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“, - დამფუძნებელმა, დავით მიმინოშვილმა.

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით სინძიანის ეკონომიკური მიმოცვლის ასოციაციისა და ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტის მიერ ფონდისთვის გამოგზავნილი 4000 ცალი პირბადე და საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული 6000 ცალი პირბადე გადაეცა.

(NS)
შეგახსნებთ, აქციის ფარგლებში, "საპარტნიორო ფონდმა“ პირბადეები საჩუქრად გადასცა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, რუსთავისა და რაჭის მუნიციპალიტეტებსა და კლინიკებს, ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ქუთაისში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები