"ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - საქართველოს მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარი ისტორია
"ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - საქართველოს მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარი ისტორია
ქართველები ავღანეთში, ალჟირში, ამერიკაში, მაროკოში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთში, სპარსეთში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.

საუკუნეების განმავლობაში არაერთი ქართველი აღმოჩნდა სამშობლოს მიღმა. ისინი მიდიოდნენ სხვადასხვა მიზეზით. ზოგი მტრის შემოსევებისა და ომების შემდეგ დაიკარგა უგზოუკვლოდ, ზოგი საკუთარი გადაწყვეტილებით გაემგზავრა ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა მართლაც უკვალოდ გაქრა. ბევრის სახელები და საქმეები კი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ შემოინახა.

"ხელოვნების სასახლის" დირექტორის გიორგი კალანდიას წიგნი "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" სამშობლოს მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარი ისტორიის, მათი კვალის
შესახებ მოგვითხრობს. 12-ტომეული გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მიერ გამოიცემა და პირველ ტომს მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 16 ნოემბერს მიიღებს.

ავტორი გამოცემისთვის ისტორიულ ცნობებს ათი წლის განმავლობაში აგროვებდა. ამ პერიოდში მას უამრავი ისეთი მასალა დაუგროვდა, რომლის შესახებაც ფართო უდიტორიამ არაფერი იცის.

წიგნი მოიცავს უნიკალურ ისტორიულ მასალას,
ფოტოსურათებსა და მიმოწერებს.
"პირველი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, წიგნის ვიზუალური მხარეა. მასში იქნება არა მხოლოდ ტექსტები, არამედ ძალიან მდიდარი ვიზუალური მასალა.

წიგნი მოიცავს ალჟირში, მაროკოში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, ინგლისში, რუსეთში, ბულგარეთში და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველთა ისტორიებს",- განმარტავს გიორგი კალანდია.

"ამ თემაზე სხვადასხვა თაობის ქართველი ისტორიკოსი მუშაობდა, მაგრამ ასე ერთად თავმოყრილი, როცა თავიდან ბოლომდე შეგიძლია მთელს ისტორიას თვალი მიადევნო, არ არსებობდა“, - აღნიშნავს იგი.

როგორც ის იხსენებს, ისტორიული ფაქტების შეგროვება ჯერ კიდევ გადაცემა "ჩვენებურებზე“ მუშაობის პერიოდში დაიწყო. ამ დროს გიორგი კალანდია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ხელი საინტერესო მასალებზე მიუწვდებოდა.

საბოლოოდ, შეიკრა და მომზადდა 12-ტომეული, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამოცემულა.

გამოცემას უკვე მოუთმენლად ელოდება მკითხველი, რაც სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან, ამ წიგნით მიიღებენ უნიკალურ ინფორმაციას იმ უცნობი ქართველების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ და რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში კვალი დატოვეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები