ყველაფერი საოჯახო საქმიანობისა და ტანსაცმლის შესახებ - "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად
ყველაფერი საოჯახო საქმიანობისა და ტანსაცმლის შესახებ - "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად
"დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 7 ტომ­ში აერ­თი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს.

უკვე გა­მო­ვი­და "დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის“ პირ­ვე­ლი ტომი, 2 ნო­ემ­ბრი­დან კი მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს მე­ო­რე ტომს, რომ­ლის შე­ძე­ნა­საც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შეძ­ლებს.

"დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის“ მე-2 ტომი მო­ი­ცავს დე­ტა­ლურ გან­მარ­ტე­ბებ­სა და ილუსტრა­ცი­ებს საკ­ვე­ბი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს, ტან­საც­მლი­სა და სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ეს ტომი გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სი შე­ნა­ძე­ნი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ოჯა­ხის­თვის, რად­გან მას­ში ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო
ინ­ფორ­მა­ცი­ას ამო­ი­კი­თხავთ, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­გად­გე­ბათ.

ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ყო­ვე­ლი ტომი რამ­დე­ნი­მე თა­ვად არის და­ყო­ფი­ლი. მე­ო­რე ტო­მის თე­მე­ბია:

საკ­ვე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო

თუკი ერთხელ მა­ინც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ ამა თუ იმ ინ­ვენ­ტა­რის ფუნ­ქცი­ით, გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სით ან რო­მე­ლი­მე ხი­ლი­სა თუ ბოსტნე­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა-სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ გი­კი­თხავთ, ამი­სათ­ვის გუ­გლ­ში ათო­ბით სა­იტ­ზე შეს­ვლა აღარ მო­გი­წევთ.
ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის მე­ო­რე ტომ­ში მო­ცე­მუ­ლია დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ხილ-ბოსტნე­უ­ლის, მზა საკ­ვე­ბის, ხორ­ცის, სამ­ზა­რე­უ­ლოს ინ­ვენ­ტა­რი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­სა­ხებ. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფერს თან ახ­ლავს ილუსტრა­ცი­ე­ბი, რაც წიგნს ბევ­რად უფრო პრაქ­ტი­კულს ხდის.

ტან­საც­მე­ლი



ეს თავი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ქსო­ვი­ლე­ბი, მო­დის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი აინ­ტე­რე­სებს. უძ­ვე­ლე­სი კოს­ტი­უ­მე­ბის ტერ­მი­ნე­ბი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თეთ­რე­უ­ლი, ფეხ­საც­მლი­სა თუ აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ის­ტო­რია - ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ამ თავ­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი მი­ი­პყრობს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას.

სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა



სახ­ლში უამ­რა­ვი საქ­მეა, რომ­ლის­თვი­საც თა­ვის გარ­თმე­ვა ყვე­ლას როდი შე­უძ­ლია. მშე­ნებ­ლო­ბა, რე­მონ­ტი, დი­ზა­ი­ნი, მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა... ეს ყვე­ლა­ფე­რი უამ­რავ შე­კი­თხვა­სა და თავ­სა­ტეხს ბა­დებს. რა თქმა უნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ მცი­რე პრობ­ლე­მა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის სახ­ლში მოყ­ვა­ნა (შე­იძ­ლე­ბა, სა­ა­მი­სოდ დრო ან ფი­ნან­სე­ბი არ გქონ­დეთ), ამი­ტომ გარ­კვე­ულ ცოდ­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ფლობ­დეთ.

ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ამ თავ­ში ყვე­ლა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლი სა­კი­თხე­ბია გან­ხი­ლუ­ლი: სამ­შე­ნებ­ლო, სა­მონ­ტა­ჟო, სა­რე­მონ­ტო და ლან­დშაფ­ტუ­რი სა­მუ­შაო, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც სახ­ლში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე ეზო­სა და ბა­ღის მოვ­ლის ხელ­სა­წყო­ე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბას უფრო გა­გი­მარ­ტი­ვებთ.

შე­გახ­სე­ნებთ, "დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია“ 7 ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა და გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა. მე­ო­რე ტო­მის შე­ძე­ნას2 ნო­ემ­ბრი­დან შეძ­ლებთ. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 10 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 11.50.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები