29 ოქტომბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდს" მიიღებს - კვირის პალიტრა

29 ოქტომბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდს" მიიღებს

29 ოქტომბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი" იქნება ხელმისაწვდომი.

როცა ომი სრულდება, ლიტერატურა მის გააზრებაში გვეხმარება. ის ადამიანური ისტორიები, რომლებიც უმძიმესმა მოვლენებმა შექმნა, ნათლად დაგვანახებს, რისი გავლა მოგვიწია ან რა განიცადეს წლებისა და საუკუნეების წინ მათ, ვინც სიკვდილის შიშით იატაკქვეშ იმალებოდა, ბრძოლის წინა ხაზზე იყო, მტრის რიგებს მიაპობდა ან შვილსა თუ ძმას ომში აცილებდა.

გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, ჩვენი უახლესი ისტორიიდან, ომის თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებები პროექტში "ომებსა და ადამიანებზე" გააერთიანოს.

სერია თომას კენილის "შინდლერის სიით" დაიწყო და მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდით" გრძელდება. წიგნის სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.

„წიგნის ქურდი“ ავსტრალიელი ავტორის, მარკუს ზუზაკის რომანია, რომელ-მაც გამოცემიდან ძალიან მალე მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო და მსოფლიო ბესტსელერად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკრა-ნიზაცია შემოგვთავაზა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.

ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის და-ბომბვის ისტორიაა. 1939 წელი, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია.

სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლი-ზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კი-თხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას. იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.