როგორ იწერებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები
როგორ იწერებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები
კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ყო­ველ­თვის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. მწერ­ლო­ბა პრო­ფე­სი­ად ექცა და სხვე­ბის­გან არა მხო­ლოდ ლექ­სი­კით, არ­ქა­უ­ლი წე­რის მა­ნე­რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. დი­ა­ლექ­ტე­ბი­დან ნა­სეს­ხებ სი­ტყვებს გა­ურ­ბო­და, თუ ასე უშუ­ა­ლოდ რო­მე­ლი­მე გმირს არ ამე­ტყვე­ლებ­და. ცუდ ქარ­თულ­ზე მო­უ­ბარს კი შეძ­ლე­ბისგდაგ­ვა­რად არი­დებ­და ყურს. "დღე­და­ღამ ვებ­რძვი ქარ­თულ სი­ტყვას, რო­გორც კოჭ­ლი ია­კო­ბი ებ­რა­ელ­თა მრის­ხა­ნე ღმერ­თსო", - წერ­და ის.

ზოგ­ჯერ ნო­ვე­ლის წე­რას რო­მან­ზე არა­ნაკ­ლებ დროს უთ­მობ­და, მა­გა­ლი­თად ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­და "დიდ იო­სებს", "ზა­რე­ბი გრი­გალ­ში"
კი ერთ ღა­მე­ში და­წე­რა: "დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ "დამ­სხვრე­უ­ლი ჩონ­გუ­რი" და­მა­წე­რი­ნა. 1924 წელს ჩემი საყ­ვა­რე­ლი ძმა - ალექ­სან­დრე მიკ­ვდე­ბო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვუ­თევ­დი ღა­მე­ებს. ერთხელ მო­მე­წყი­ნა, დარ­დი შე­მო­მენ­თო გულ­ზე. სწო­რედ იმ სა­ში­ნელ ღა­მეს დავ­წე­რე "ზა­რე­ბი გრი­გალ­ში". ვწერ­დი და ვტი­რო­დი. ჩვენ­ში ბევ­რს ჰგო­ნია, პა­ტა­რა ნო­ვე­ლა ად­ვი­ლი და­სა­წე­რი­აო, რად­გან ზო­გი­ერ­თმა ლი­ტე­რა­ტორ­მაც
არ იცის, რომ ნო­ვე­ლა პრო­ზა­ში იგი­ვეა, რაც ლექსთა შო­რის სო­ნე­ტი.

პი­რა­დი უბე­დუ­რე­ბის გამო იშ­ვი­ა­თად ვტი­რი, მაგ­რამ ჩე­მი­ვე გმი­რე­ბის უბე­დუ­რე­ბას ავუ­ტი­რე­ბი­ვარ (ცოტა არ იყოს, მე­ჩო­თი­რე­ბა კი­დე­ვაც ამის გამ­ხე­ლა, რად­გან გულ­ჩვი­ლი ვაჟ­კა­ცი არ მომ­წონს)".

რაც შე­ე­ხე­ბა, უშუ­ა­ლოდ, წე­რის პრო­ცესს, ამა­ზე თა­ვად კონ­სტან­ტი­ნე წერ­და:

"ძნე­ლია ამის აწე­რა, თუ რო­გორ ვწერ. შე­მოქ­მე­დე­ბის ამ­ბა­ვი ჯე­რაც უაღ­რე­სის იდუ­მა­ლე­ბი­თაა მო­ცუ­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბა დიდ მუ­შა­ო­ბას ეწე­ვა შე­მოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­სის შე­საც­ნო­ბად. თე­ო­რი­ე­ბი მრა­ვა­ლია, მაგ­რამ რა?..

მე შე­მიძ­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის გა­რეგ­ნულ ვი­თა­რე­ბა­თა გამო მო­გი­თხროთ ზოგი რამ (ვინ იცის, ეგებ ვინ­მეს გა­მო­ად­გეს ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბა­ნი). თუ ის ბალ­ღე­ბი, ახლა რომ ქარ­თვე­ლი დე­დე­ბის კალ­თა­ში ან აკ­ვნებ­ში წვა­ნან, ჩემ­ზე უკეთ და­ე­უფ­ლე­ბი­ან ქარ­თულ სი­ტყვას, ეს ფრი­ა­დაც გა­მე­ხარ­დე­ბა.

სა­ერ­თოდ, ქვე­შეც­ნე­უ­ლად ვწერ. მეტ­წი­ლად სა­თა­უ­რი­დან გა­მოვ­დი­ვარ: ვერ გე­ტყვით, თუ რო­გორ ხდე­ბა ეს, რო­გორ გა­მო­უდ­გე­ბა ერთს ან ორ სი­ტყვას, სა­თა­ურ­ში გახ­მა­უ­რე­ბულს, ათა­სი და ათი ათა­სი (რო­გორც ახ­ლად გა­ჩე­ნილ დე­დას - ნა­ყა­რი ფუტ­კა­რი). სა­თა­უ­რის და­წე­რი­დან უკა­ნას­კნელ წერ­ტი­ლის დას­მამ­დის შემ­დე­გი პრო­ცე­სე­ბიც უნდა ვი­გუ­ლის­ხმოთ. სამ­ჯერ, ოთხჯერ, ხან მე­ა­თე­ჯე­რაც გა­და­წე­რა, მერ­მე მან­ქა­ნა­ზე გა­და­ბეჭდ­ვა, გა­და­ნა­ბეჭ­დის კო­რექ­ტუ­რა, შემ­დეგ ანა­წყო­ბის მრა­ვალ­კე­ცი შეს­წო­რე­ბა და შე­მოწ­მე­ბა.

ჩემი ნა­წე­რე­ბის კო­რექ­ტუ­რა უდი­დეს სი­ხა­რულს მგვრის. წე­რი­სა და გა­და­წე­რის დროს მე დი­დის სიყ­ვა­რუ­ლით ვე­თა­მა­შე­ბი ქარ­თულ ასო­ებს, გა­ო­ცე­ბუ­ლი შევსცქე­რი მათ... ყო­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ასო რა­ღაც უც­ნა­უ­რი სიმ­ბო­ლი­კის აღ­მძვრე­ლია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. მე დი­დის სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­სწერ­დი ან­ბან­თქე­ბას.

...იო­სებ ნი­კო­ლა­ძემ მი­თხრა ერთხელ: ეჰ, რა გი­შავთ პო­ე­ტებს, არც ატე­ლიე გჭირ­დე­ბათ, არც მოლ­ბერ­ტი, ფან­ქა­რი და ქა­ღალ­დი თუ გექ­ნათ, ხე­ზეც რომ ჩა­მოჯ­დეთ, კარ­გად დას­წერ­თო.

საქ­მე არც ისე მარ­ტი­ვია. მე შუ­შის ნა­ტე­ხით წა­ნა­თა­ლი ფან­ქრი­თაც მი­წე­რია, მაგ­რამ კომ­ფორ­ტი აად­ვი­ლებს შრო­მას.

წე­რის დროს უთუ­ოდ კარ­გი თუ­თუ­ნი უნდა მექ­ნეს (გა­ნუ­ზომ­ლად ბევ­რსა ვწევ). კარგ სა­ვარ­ძელ­ში, ჩემს სა­ვარ­ძელ­ში უნდა ვიჯ­დე. ფან­ქრით მო­კი­თხვის ბა­რათ­საც ვერ დავ­წერ. რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­კა­ლა­მი მაქვს სა­უ­კე­თე­სო ფირ­მი­სა. ესე­ნია ჩემი მე­წი­ნა­ვე ალამ­და­რე­ბი. ფო­ლა­დის კალ­მე­ბის მთე­ლი ლაშ­ქა­რი მაქვს სა­მარ­ქა­ფოდ შე­მო­ნა­ხუ­ლი. ისე­თი მა­გა­რი ხელი მაქვს, ფო­ლა­დის კალ­მე­ბი სულ იო­ლად შე­მო­მაკ­ვდე­ბი­ან ხოლ­მე. ზოგი უცებ და­კოჭლ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი კარ­გად მო­მერ­გე­ბა ხელ­ზე, ზო­გიც რეგ­ვე­ნია, წრი­პი­ნა, ჩხი­კი­ნა, ჯი­უ­ტი და გა­უ­რან­და­ვი. ზო­გიც გა­მა­გუ­ლი­სებს და მივ­ლე­წავ. სხვამ თუ ჩემი სა­მუ­შაო კა­ლა­მი იხ­მა­რა, მე იმას ხელს არ ვახ­ლებ.

ქა­ღალ­დი­დან ამ­დგა­რი ბეწ­ვი თუ მო­ად­გა კა­ლამს, მომ­კა­ლით. ცუდი ქა­ღალ­დი ხელ­შე­სა­ხე­ბა­დაც მძაგს. ამი­ტომ წიგ­ნე­ბი­სა და გა­ზე­თე­ბის ხე­ლით ტა­რე­ბა არ შე­მიძ­ლია, გა­და­ნა­წერს კონ­ტროლს ვუ­კე­თებ მრა­ვალ­გზის. თუ ხელს ლა­ღად უნა­ვარ­დნია და ასო­ე­ბიც ვაჟ­კა­ცუ­რად მო­ჯა­რუ­ლან, კარ­გია.

...კა­მე­ჩის ენერ­გია სჭირ­დე­ბა მწე­რალს. ამ სა­თუთ კალ­მი­დან ქა­ღალ­დზე მოხ­დე­ნი­ლი წნე­ვის გა­ზომ­ვა რომ მო­ხერ­ხდეს, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ცხე­ნის ძალა გა­მო­ვა. ლევ ტოლსტოი და ფლო­ბე­რი, ვაჟა და ჰი­უ­გო, რუს­თა­ვე­ლი და გო­ე­თე, ალ­ბათ, სა­ტა­ნუ­რი ნე­ბის კა­ცე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში ისე­თი ძლი­ე­რი დო­ღია გა­მარ­თუ­ლი, თუ მთე­ლი შენი ენერ­გია და მო­ცა­ლე­ო­ბა არ შე­ა­ლია მწერ­ლო­ბას, არა­რა შეგ­რჩე­ბა ხელ­ში. ის ქმნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც შენს სის­ხლსა და ხორცს ვერ შე­ის­ხამს, უთუ­ოდ წა­მოდ­გე­ბა ქა­ღალ­დი­დან"....

"მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" არის ასე­თი ფრა­ზა: "ზო­გი­ერ­თი კა­ცის ცხოვ­რე­ბა უნი­ჭო მწერ­ლის რო­მან­სა ჰგავს... ბო­ლომ­დის ჩა­ა­თა­ვებ და ასე იტყვი: ნე­ტავ არ წა­მე­კი­თხაო". ამ სი­ტყვებს გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე ვე­რა­ვინ იტყვის, რად­გან ეს ის ავ­ტო­რი და ის რო­მა­ნია, რომ­ლის კი­თხვა არას­დროს მოგ­ბეზ­რდე­ბა...

ეს რო­მა­ნი 1935-1936 წლებ­ში და­ი­წე­რა. მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი თა­რაშ ემ­ხვა­რია - თა­ნა­მედ­რო­ვე ეროვ­ნულ ნი­ა­დაგს მო­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ თა­ნა­უგ­რძნობს ახალ ცხოვ­რე­ბას, ვერ პო­უ­ლობს მის თან­მხვედრ გზას და იღუ­პე­ბა. ავ­ტორ­მა მისი და­ღუპ­ვა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის, მთვა­რის მო­ტა­ცე­ბას შე­ა­და­რა...

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" 15 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი სწო­რედ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ცე­მაა. დე­კემ­ბრი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად მკი­თხვე­ლი კლა­სი­კო­სი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბას" მი­ი­ღებს.

"კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბა კარ­გა ხა­ნია არ გა­მო­ცე­მუ­ლა. წლის ბო­ლოს, უკვე დე­კემ­ბრი­დან ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გვე­კი­თხე­ბა ამის შე­სა­ხებ, მი­ი­ღებს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ტო­მე­ულს. ეს იქ­ნე­ბა გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის სრუ­ლი კომ­პლექ­ტი, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი - რო­მა­ნი "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" გა­მო­ვა", - მაია ალუ­და­უ­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები