დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა
30-10-2020
დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა
დეველოპერულმა კომპანია აქსისმა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში გაიმარჯვა. პროგრამა საქართველოს მთავრობამ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიმუშავა სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიას სამშენებლო კომპანიისათვის საჭირო ფინანსური რესურსის უზრუნველსაყოფად.

კონკურსში აქსისპალასი 1, აქსისპალასი 2 და აქსისპალასი საირმე მონაწილეობდნენ და სამივე ობიექტმა დააკმაყოფილა მოთხოვნების ყველა კრიტერიუმი.
საქართველოს მთავრობასთან კომპანია ხელშეკრულებას 15 კალენდარულ დღეში გააფორმებს და ერთ პაკეტში შეკრული სამივე პალასი ერთიანი დაფინანსების სქემაში ჩაერთვება.

დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ
ეტაპზე გადავიდა და ყველა მიმდინარე ვალდებულებას დაასრულებს. სულ მალე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს განვითარებული, კეთილმოწყობილი ინფრასტურქტურა და სარეკრეაციო სივრცეები შეემატება.
ილია დავითაია
02 ნოემბერი 2020 12:27
ვულოცავ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს !!!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები