ნახე, იყიდე, დაზოგე! - კვირის პალიტრა

ნახე, იყიდე, დაზოგე!

მხოლოდ "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის - ყოველკვირეული ფასდაკლებების კატალოგი

2 ნოემბრიდან "კვირის პალიტრის" მკითხველს გაზეთის ფურცლებს შორის მნიშვნელოვანი სიახლე დახვდება, კონკრეტული სახის პროდუქციაზე დაწესებული ფასდაკლებების ყოველკვირეული კატალოგი. ეს კი ნიშნავს, რომ "კვირის პალიტრის" მკითხველს საშუალება ექნება ცნობილი ბრენდების ათეულობით პროდუქტი განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს.

საუკეთესო ფასების კატალოგები მსოფლიოში აპრობირებული და წარმატებული პრაქტიკაა, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ელის მომხმარებელი. მათზე დატანილია სპეციალური შტრიხ-კოდები, რომელთა საშუალებითაც ფასდაკლების გენერირება ხდება. გადავწყვიტეთ ეს პრაქტიკა ჩვენთანაც დავნერგოთ და მკითხველს ყოველკვირეულად სხვადასხვა კატალოგი შევთავაზოთ.

პირველად ჩვენს წამოწყებას სათამაშოების მაღაზიათა ქსელი"პეპელა" შეუერთდა, რომლის კატალოგიც ამ ნომერშია წარმოდგენილი და რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ქსელის ნებისმიერ მაღაზიაში ათეულობით სათამაშოზე 40%-მდე ფასდაკლება მიიღოთ.

გუსა დედანაშვილი, მაღაზიათა ქსელ "პეპელას"მარკეტინგის მენეჯერი: "სიამოვნებით დავთანხმდით "პალიტრის" წამოწყებას. პანდემიის პერიოდში, როცა მშობლები ცდილობენ შვილების კონტაქტები შეზღუდონ, ბავშვების უმრავლესობა გაჯეტებს მიეჯაჭვა. ეს კი როგორც მედიცინის მუშაკები და ფსიქოლოგები ამბობენ, ყოვლად დაუშვებელია და სხვადასხვაგვარ გართულებას იწვევს - მხედველობითს, ფსიქოლოგიურს... ამიტომ მშობლები ცდილობენ საინტერესო გასართობი მოიფიქრონ შვილებისთვის. ამ მიზნით სათამაშოს შერჩევისას, რამდენიმე ნიუანსს აქცევენ ყურადღებას: პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი, ეკოლოგიური ნედლეულისგან დამზადებული, არ შეიცავდეს ტყვიას, პატარების ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა ელემენტებს და ბავშვის ინტელექტის განვითარებას უწყობდეს ხელს.

პანდემიის გამო წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეების ფონზე ყველა მშობელი ვერ აძლევს თავს უფლებას ხარისხიანი სათამაშოებით გაანებივროს შვილები. სწორედ ამიტომ სათამაშოების ქსელ "პეპელას" ფასდაკლების კატალოგი მათ ძალიან დააინტერესებთ. კატალოგში განთავსებული სათამაშოები სხვადასხვა დანიშნულებისა და ასაკის ბავშვებისთვის შეირჩა. მომხმარებელს შეუძლია კატალოგი "პეპელას" ნებისმიერ ფილიალში წარადგინოს და ისარგებლოს ექსკლუზიური, 40%-მდე ფასდაკლებით. კატალოგში ნახავთ ისეთ შემეცნებით/საგანმანათლებლო დანიშნულების სათამაშოებს, რომლებიც ბავშვს ეხმარება განვითარებაში, როგორც ჩვილს, ასევე მოზარდს. რაც მთავარია, სათამაშოების ქსელი "პეპელა" აკმაყოფილებს ხარისხის ევროპულ სტანდარტს და ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე".

გვანცა არველაძე, ბავშვთა ნევროლოგი: "თამაში ბავშვის სწორი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ულამაზებს, უხალისებს პატარას ცხოვრებას, ასწავლის ურთიერთობებს, სხვებზე ზრუნვასა და სიყვარულს, ბავშვს უვითარდება სოციალური უნარები. თამაში ხელს უწყობს კოგნიტიური სფეროს განვითარებას, მეტყველების ფორმირებას, აზროვნების ჩამოყალიბებას, სირთულეების გამკლავებას. მაღალი ხარისხის და ასაკობრივად სწორად შერჩეული სათამაშო ეხმარება პატარას შეგრძნებების ფორმირებასა და მამოძრავებელი ფუნქციების დახვეწაში.

განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როცა გაზრდილია ეკრანდამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი, რეკომენდებულია ბავშვმა თავისუფალი დრო თამაშში გაატაროს. დაძინებამდე 2 საათით ადრე ეკრანთან ყოფნა არასასურველია და კარგი იქნება მისი ჩანაცვლება სამაგიდო თამაშებით. მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და დახმარება თამაშის სწორად წარმართვაში. დავაკვირდეთ ბავშვის თამაშის სტილსა და ფორმას, თამაშ-მეცადინეობები ასაკობრივად სწორად შევარჩიოთ, გამოვნახოთ თავისუფალი დრო ბავშვებთან თამაშისთვის და შევახსენოთ, რომ სამყარო უფრო ლამაზდება სათამაშოებითა და საინტერესო დიდაქტიკური თამაშებით".