რა პროდუქტებით შევივსოთ D ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში - ესმა კუნჭულია თავისი ჯანმრთელობის რეცეპტს გვიმხელს - კვირის პალიტრა

რა პროდუქტებით შევივსოთ D ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში - ესმა კუნჭულია თავისი ჯანმრთელობის რეცეპტს გვიმხელს

კოვიდ პანდემიის პირობებში სხვადასხვა ვიტამინი და განსაკუთრებით, D ვიტამინი მეტად აქტუალური გახდა. მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაციაა, რომ კოვიდინფიცირებულებს D ვიტამინი გამოჯანმრთელებაში ეხმარება. ექიმები ფართო საზოგადოებას ურჩევენ, დიდი რაოდენობით მიიღონ D ვიტამინის შემცველი პროდუქტები და მისი მცირე დოზა პრეპარატის სახით. შესაბამისად, აღნიშნულ პროდუტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. ყველაზე გამორჩეული საკვები პროდუქტი კი, რომელიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს ცხიმიანი თევზი და განსაკუთრებით, ორაგულია.

თევზი (ორაგული) - ცხიმიანი თევზი ადამიანის კვების რაციონის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. განსაკუთრებით სასარგებლო კი ორაგულია. სასურველია, ის კვირაში ერთხელ მაინც მიირთვათ. არჩევანი გააკეთეთ ნორვეგიულ ორაგულზე, რომელიც ცივ, ბუნებრივ წყლებში იზრდება და ვიტამინის ნამდვილი საბადოა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ "პირველი კულინარის“ მთავარი რედაქტორის ესმა კუნჭულიას ძალიან პოპულარულ რეცეპტს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ორაგული ცოცხლად. ესმა კუნჭულია აღნიშნავს, რომ ის და მისი 14 წლის შვილი კვირაში ერთხელ აუცილებლად მიირთმევენ ნორვეგიულ ორაგულს და უპირატესობას "ნიკორას“ შვილობილი კომპანიის "ოკეანის“ პროდუქციას ანიჭებს, რადგან მისთვის თევზის ხარისხი და წარმომავლობა უმნიშვნელოვანესია. როგორც ესმა კუნჭულია აღნიშნავს, მისი და შვილის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ ორაგული და ზოგადად, თევზია.

"ორაგული - ეს მენდელეევის ტაბულაა. ის შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალს, რაც ადამიანისთვის საჭიროა. ფოსფორის, კალცის, ომეგა 3-ის საბადო - ეს არის მენდელეევის ტაბულა ერთ პროდუქტში. მე ვცდილობ, კვირაში ერთხელ მაინც მივირთვა ორაგული. ის რომ, ჯანმრთელი ვარ, ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოვიყურები, სულ პოზიტიური გუნება-განწყობა მაქვს, სწორედ ორაგულისა და ზოგადად, თევზის დამსახურებაცაა. ჩემი 14 წლის შვილიც ხშირად მიირთმევს ორაგულს. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ყურადღება მიაქციეთ, თევზის წარმომავლობას. მხოლოდ ჩრდილოეთის ცივ, თავისუფალ წყლებში გაზრდილი ორაგული არის ყველა იმ სასარგებლო თვისების მატარებელი, რაც მას უნდა ჰქონდეს,“ - აღნიშნავს ესმა კუნჭულია.

ესმა კუნჭულიას რეცეპტი ასე გამოიყურება:

მოიმარაგეთ:

800 გრ. "ნიკორას“ შვილობილი კომპანიის "ოკეანის“ ნორვეგიული ორაგული , 2 სკ. იოდიზირებული მარილი, 1 სკ. შაქარი და შავი პილპილის მარცვლები.

მომზადება: მაღალი ხარისხის ნორვეგიული ორაგული გაასუფთავეთ ძვლებისგან, გარეცხეთ და გაამშრალეთ სამზარეულოს ხელსახოცით. ერთიანი მასა გაყავით ორ ნაწილად. თასში აურიეთ ერთი სკ. შაქარი, 2სკ. მარილი და მოურიეთ. ამ ნაზავით დაამარილეთ თევზი - ბოლომდე დააყარეთ, არ გეგონოთ გადაამარილებთ - თევზი შეისრუტავს იმდენ მარილს, რამდენიც მას სჭირდება. მოათავსეთ თევზი იმავე ჭურჭელში, მოაყარეთ რამდენიმე მარცვალი შავი პილპილი. გადააკარით თევზიან ჭურჭელს სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 24 საათი. 24 საათის შემდეგ გამოიღეთ და სამზარეულოს ხელსახოცით გაამშრალეთ თევზი. ჭურჭელში შეამჩნევთ ზედმეტ სითხეს და გადაღვარეთ. დაჭერით თხელ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით.