ბრუნავს თუ არა მოდა და როგორ გავიგოთ ყველაფერი ტანსაცმლის შესახებ? - კვირის პალიტრა

ბრუნავს თუ არა მოდა და როგორ გავიგოთ ყველაფერი ტანსაცმლის შესახებ?

გიფიქრიათ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ყოველდღიური გამოყენების ნივთები დიდი ფიქრისა და შრომის შედეგად იქმნება? მაგალითად, ტანსაცმლის ისეთი ჩვეულებრივი ნაწილი, როგორიცაა საყელო, რამდენიმენაირი არსებობს. უფრო მეტიც, თითოეულ მათგანს თავისი სახელიც კი აქვს: მეზღვაურის საყელო, ჟაბო, პიტერ პენის საყელო და მრავალი სხვა.

მოდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუნდაც საერთოდ არ გაინტერესებდეთ, ვისი დიზაინის ტანსაცმელი გაცვიათ, მისი არჩევის დროს მაინც სუბიექტური ხართ - გადაწყვეტილებას თქვენი გემოვნების, სურვილებისა და განწყობის მიხედვით იღებთ. ასე რომ, ტანსაცმელი და მასთან დაკავშირებული სიახლეები ნამდვილად ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ყველაფერს ტანსაცმლის შესახებ, გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ ახალი სერიის, "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მე-2 ტომში გაეცნობით.

მოდა ბრუნავს?

როგორც ამბობენ, "მოდა ბრუნავს“ და ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მართლაც, თუკი ტანსაცმლის განვითარების საფეხურებს გადაავლებთ თვალს, დაინახავთ, როგორც იმ განმასხვავებელ თავისებურებებს, რომლებითაც ერთი ეპოქა მეორისგან გამოირჩევა, ასევე მსგავსებებსაც.

თანამედროვე დიზაინერებისთვის განსაკუთრებით ხშირად ხდება შთაგონების წყარო რამდენიმე ათწლეულისწინანდელი მოდა. შორს რომ არ წავიდეთ, დემნა გვასალიას შემოქმედებაც ცხადყოფს, რომ კონკრეტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი ნებისმიერ დროს შეიძლება გაცოცხლდეს და უფრო მოთხოვნადიც კი გახდეს, ვიდრე თავის დროზე იყო.

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მე-2 ტომში ტანსაცმელს ერთი დიდი თავი ეთმობა, რომელიც თავის მხრივ ქვეთემებად არის დაყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ტერმინს მრავალფეროვანი ილუსტრაციები ახლავს თან, რაც ტანსაცმლის ამა თუ იმ ნაწილის აღქმას გაგიმარტივებთ.

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მე-2 ტომი ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ტანსაცმლით, ქსოვილებით, აქსესუარებით არის გატაცებული.

შეგახსენებთ, "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ 7 ტომად გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად გამოიცემა. ენციკლოპედიის მეორე ტომი 2 ნოემბერს გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.