Wolt მიტანის საფასურს ამცირებს! - კვირის პალიტრა

Wolt მიტანის საფასურს ამცირებს!

საგანგებო ვითარებამ მიტანის სერვისი ბევრი ადამიანისთვის პირველადი საჭიროების მომსახურებად აქცია. მათთვის, ვინც იზოლაციაში იმყოფება, ხშირ შემთხვევაში, საკვებზე, სურსათსა თუ სხვა ნივთებზე ხელმისაწვდომობის გზა მხოლოდ მიტანის სერვისია. ღამის საათებში კი - ყველასთვის ერთადერთი არჩევანი.

შექმნილი ვითარება Wolt-ს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს და კომპანია თავს ვალდებულად თვლის, თავისი წვლილი შეიტანოს მიტანის სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდაში. სწორედ ამიტომ Wolt მიტანის სერვისის საფასურს ამცირებს, რომლის ქვედა ზღვარი ნაცვლად 2,5 ლარისა 1,5 ლარი იქნება. ასევე, ყოველდღიურად, ღამის საათებში, ათობით რესტორნიდან იმოქმედებს უფასო მიტანის სერვისი და მომხმარებელი საკვების გამოძახებას უფასოდ შეძლებს.

მიტანის ფასის შემცირებით და უფასო მიტანის აქციებით, Wolt ასევე ეხმარება პარტნიორ რესტორნებს, რომელთა დიდი ნაწილისთვის მიტანის სერვისი დიდ როლს თამაშობს ბიზნესის შენარჩუნებაში.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის 650- ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(R)