"ფოტოწიგნი“ - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის - კვირის პალიტრა

"ფოტოწიგნი“ - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის

ახალი წლის დადგომამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა. პანდემიის გამო 2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის რთული აღმოჩნდა. დიდი ადამიანური დანაკარგი, პანიკა და გაურკვევლობა, სახლში დარჩენილი მსოფლიო - 2020 ამ ყველაფრით ნამდვილად დიდხანს გვემახსოვრება.

რაც უნდა იყოს, წინ უნდა ვიყუროთ. პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა და ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სექტორებზე ახლა არ შევჩერდებით... მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო სახლებში იყო გამოკეტილი, ცნობიერებაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა. ერთ-ერთი მთავარი, რაც დავინახეთ, ადამიანური ურთიერთობების ღირებულებაა.

რისი დაფასება გვასწავლა პანდემიამ?

პანდემიის გამო უფრო მეტად დავაფასეთ ყველაფერი, რასაც აქამდე ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდით და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო - პირისპირ კომუნიკაცია, ჩახუტება, უშუალო ურთიერთობები. როცა ეს ყველაფერი გაკლია, დანაკლისის შევსებას მოგონებებით ცდილობ. სოციალურ ქსელში მუდმივად ვრცელდებოდა და ვრცელდება გასული წლების ფოტოები, რომლებიც იმ პერიოდს გვახსენებს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა პანდემია.ასე რომ, ერთ-ერთი მთავარი, რაც პანდემიამ გვასწავლა, ცოცხალი ურთიერთობების დაფასებაა. ფოტოები და ვიდეოები კი ყველაზე უკეთ ინახავს მოგონებებსა და ემოციას!

რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ახალ წელს?

ნათქვამია, რომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ის დროა, რომელსაც ერთმანეთს ვუთმობთ. ერთად გატარებული დრო და სასიამოვნო მომენტები კი რამ უნდა აღბეჭდოს საუკეთესოდ, თუ არა ფოტომ და რამ უნდა შეინახოს საუკეთესოდ, თუ არა ფოტოწიგნმა!

ერთობლივი ფოტოებითა და სახალისო წარწერებით გაფორმებული ფოტოწიგნი საუკეთესო საჩუქარია პანდემიური ახალი წლისთვის, რადგან იმ დროს გვახსენებს, რომელმაც წარსულში გაგვაბედნიერა და პანდემიის შემდეგაც აუცილებლად გამეორდება. ფოტოწიგნის ყოველი ახალი გვერდის გადაფურცვლის შემდეგ მოგონებები გაცოცხლდება და იმ ადამიანებს გაგვახსენებს, ვისაც მოგონებები უკავშირდება.

რატომ არის ფოტოწიგნი საუკეთესო საახალწლო საჩუქარი?

ფოტოწიგნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ჩვეულებრივ ალბომთან შედარებით ის არის, რომ მის დიზაინს თავიდან ბოლომდე თქვენ ირჩევთ. ეს იმას ნიშნავთ, რომვებგვერდზე http://photobooks.ge/ შესვლის შემდეგ აიღებთ სასურველი ფოტოწიგნის შაბლონს, არჩევთ ფერს, გაფორმებას, ნახატებს. რაც მთავარია, მოწყობილობიდანვე ატვირთავთ იმ ფოტოებს, რომლებიც ფოტოწიგნისთვის შეარჩიეთ და მათ თქვენთვის სასურველ ადგილს მიუჩენთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფოტოების გარდა წარწერების გაკეთებაც შეგიძლიათ. მხიარული თუ რომანტიკული ჩანაწერები ნამდვილად გახდება ადრესატის ღიმილის მიზეზი.

ფოტოწიგნს შეკვეთიდან 2-3 დღეში დაგიმზადებენ და სასურველ მისამართზეც მოგიტანენ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო თავად ვერ ახერხებთ საყვარელ ადამიანთან მისვლას, შეგიძლიათ მისი მისამართი მიუთითოთ.

ფოტოწიგნი უნივერსალური საჩუქარია. იგი ერთნაირად ძვირფასი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ ინტერესების ადამიანისთვის.